ბიძინა ივანიშვილი ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ძველ ხიბულაში იმყოფებოდა

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ძველ ხიბულაში იმყოფებოდა. ამის შესახებ ინფორმაცია, „ინტერპრესსნიუსს“ ხობის მერმა დაუდასტურა. მისივე თქმით, ივანიშვილმა ძველ ხიბულაში ის სახლი დაათვალიერა, სადაც საქართველოს პირველი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია ამ დრომდე დაუდგენელ ვითარებაში დაიღუპა.

„ზვიად გამსახურდიას სახლ-მუზეუმი დაათვალიერა, რომლის რეაბილიტაციის სამუშაოებიც უკვე დაწყებულია. თავისთავად მოსახლეობის ნაწილიც შეიკრიბა. აქ საუბარი იყო გზის რეაბილიტაციაზე, ასევე ეკლესიის მშენებლობაზე და სკვერის მოწყობაზე“, - აღნიშნა ქაჯაიამ.

სახლს, სადაც გამსახურდიამ სიცოცხლის უკანასკნელი დღეები გაატარა, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი 2018 წლის აგვისტოში მიენიჭა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა