საძოვრების დაბრუნების მოთხოვნით, სოფელ ყარაჯალას მოსახლეობა მორიგ საპროტესტო აქციას მართავს

საძოვრების დაბრუნების მოთხოვნით თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალას მოსახლეობა მორიგ საპროტესტო აქციას მართავს.

ადგილობრივები სოფლის ცენტრში შეიკრიბნენ. ისინი ხელისუფლებას მოუწოდებენ, კერძო პირზე გასხვისებული ტერიტორია სოფლის საკუთრებაში დააბრუნოს.

„არ დავთმობთ ამ საძოვრებს. მთავრობას უნდა დრო გაწელოს. რა ვქნათ, მესაქონლეობაა ჩვენი ძირითადი შემოსავალი", - აცხადებენ აქციის მონაწილეები.

აქციის მონაწილებს ოპოზიციური პარტიის წევრებიც შეუერთდნენ. ადგილზე ასევე იმყოფება მუნიციპალიტეტის მერი, რომელიც მოსახლეობას პრობლემის კანონის ფარგლებში მოგვარებას პირდება.

შეგახსენებთ, რომ ადგილობრივები 16 ჰექტარი ტერიტორიის სოფლისთვის დაბრუნებას ითხოვენ, რომელიც მათი განმარტებით, კერძო პირზე ერთი წლის წინ ადგილობრივებთან შეუთანხმებლად გასხვისდა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს