პრემიერი კასპში ტექნოპარკისა და პროფესიული სასწავლებლის მშენებლობის პროცესს გაეცნო

კასპში ტექნოპარკის მშენებლობის პროექტს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე გაეცნო. როგორც „ინტერპრესნიუსს“ პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურიდან აცნობეს, პროექტის ღირებულება 2,2 მილიონი ლარია.

მათი ინფორმაციით, ტექნოპარკის მშენებლობა, რომელსაც საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი აფინანსებს, წლის ბოლოს დასრულდება. პროექტის ფარგლებში აშენდება ორსართულიანი ნაგებობა, სადაც განთავსდება სამუშაო და სასწავლო ოთახები, ე. წ. ფაბ-ლაბი, საკონფერენციო და დამხმარე სათავსოები, სამუშაო სივრცე. ასევე, იგეგმება ღია ტერასის მოწყობა სხვადასხვა აქტივობისთვის. პროექტში გათვალისწინებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საჭიროებები.

მთავრობის მეთაურმა კასპის პროფესიული სასწავლებლის სამშენებლო სამუშაოებიც დაათვალიერა.

„200 სტუდენტზე გათვლილი პროფესიული სასწავლებლის მშენებლობა კასპში წლის ბოლოს დასრულდება. პროექტის ღირებულება დაახლოებით 3,9 მილიონი ლარია. სასწავლებელთან ერთად, მოეწყობა სპორტული ინფრასტრუქტურა და ეზო, დაირგვება ნარგავები. თანამედროვე სტანდარტების პროფესიულ კოლეჯში რეგიონისთვის პრიორიტეტული სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებული დარგების - მექანიზაციის, მებაღეობა-მეხილეობის სპეციალისტები და ვეტერინარები მომზადდებიან. სასწავლებლის სტუდენტებს ასევე ექნებათ შესაძლებლობა, შეისწავლონ ელექტროშედუღება, მაღალი ძაბვის ელექტროობა, ელექტროსამონტაჟო სამუშაოები, ამწის ოპერატორ-მემანქანეობა და ა.შ.“ - ნათქვამია ინფორმაციაში.

ემილ ავდალიანი - რუსეთს საერთაშორისო ასპარეზზე აზერბაიჯანის დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება არ აწყობს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.07.2025
სტრატეგიული ბიზნეს რეთრითი შალვა ახრახაძესთან ერთად - იმისთვის, რომ შემდეგ მეტი შეძლო, ხანდახან საჭიროა გაჩერდე
ბიქეი ჰოლდინგმა გიორგი ნატროშვილი თეთრი კვადრატის გენერალურ დირექტორად დანიშნა, რომელიც ინოვაციური მიდგომების დანერგვასა და საერთაშორისო ბაზრების ათვისებაზე გააკეთებს აქცენტებს
„მხურვალე ზაფხული აპექსში“ - ბინა საბურთალოზე უპრეცედენტო ფასად
ლიდერი არომათერაპიის სფეროში, ფრანგული პრემიუმ ბრენდი - ფიურესენშელი Puressentiel უკვე PSP-შია