თორნიკე რიჟვაძე - ადამიანის ღირსების და უფლებების დაცვა - ესაა ჩვენი ხელწერა

დღეს გამართული აჭარის მთავრობის სხდომა თორნიკე რიჟვაძემ აჭარაში დაგეგმილ პროექტებზე და რეგიონის განვითარების კონკრეტულ გეგმებზე საუბრით გახსნა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ აჭარის მთავრობიდან აცნობეს.

თორნიკე რიჟვაძემ აღნიშნა, რომ აჭარაში აღმშენებლობის ახალი ტალღა იწყება და ის ამბიციური გეგმა, რომელიც ეხება რეგიონში ინფრასტრუქტურას, ეკონომიკის სისტემურ რეფორმას, დასაქმებას და სხვა შესაძლებლობების შექმნას იქნება უპირობოდ, ძალიან კეთილსინდისიერად განხორციელებული. ისე, რომ არცერთი ადამიანის ღირსება და საკუთრება არ შეილახება.

„ჩვენ ყველამ ერთად საფუძველი ჩავუყარეთ ადგილობრივი ეკონომიკის აღმშენებლობის ახალ ტალღას. დავიწყეთ მწვანე ქალაქის პროექტის განხორციელება, ეს იქნება ქალაქი ქალაქში, სპორტულ-გამაჯანსაღებელი ინფრასტრუქტურით. ეს არის აჭარის ისტორიაში უმსხვილესი საინვესტიციო პროექტი, რომელიც იძლევა შესაძლებლობას, რომ ქობულეთი გახდეს მარგალიტი შავიზღვისპირეთში და ადგილზე დასაქმდეს 500 ადამიანი.

ჩვენ გვაქვს ძალიან ზუსტი გეგმა და ხედვა, თუ როგორ უნდა შევძლოთ ორი წლის განმავლობაში ინვესტიციების გაოთხმაგება და ახალი პროექტების პორთფელი ავიყვანოთ ორ მილიარდ ლარზე. ეს კონკრეტული, ეკონომიკური ხედვა, მოგვცემს საშუალებას რეგიონში დასაქმების პრობლემა შევამციროთ 1/3-ით და ინვესტიციების მოცულობა გავზარდოთ 4-ჯერ. საჯარო და კერძო ინტერესი იქნება მაქსიმალურად დაბალანსებული და მოემსახურება ჩვენი მოსახლეობის ინტერესებს.

ასე რომ, ყოველდღიურ რეჟიმში გვექნება სიახლეები და მიუხედავად ძალიან ბევრი მითისა, შევძლებთ ჩვენი გეგმები კეთილსინდისიერად შევასრულოთ, ისე, რომ არცერთი ადამიანის ღირსებას და საკუთრებას არ შევეხოთ. ეს არის ჩვენი ხელწერა,“ - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

მთავრობის სხდომას აჭარის მთავრობის წევრები, მუნიციპალიტეტების მერები და სხვა ოფიციალური პირები ესწრებოდნენ. სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული სხვადასხვა საკითხი განიხილეს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა