ქარელში, ოჯახში, სადაც 2 წლის ბავშვი გარდაიცვალა, კიდევ ერთ მცირეწლოვანს პნევმონია დაუდგინდა

ქარელის რაიონში, სოფელ ბრეთში, ოჯახში, სადაც დღეს დილით 2 წლის ბავშვი გარდაიცვალა, კიდევ ერთ მცირეწლოვანს პნევმონია დაუდგინდა.

3 წლამდე ასაკის გოგონა „გორმედის“ ქსელის ქარელის საავადმყოფოში ცოტა ხნის წინ გადაიყვანეს. ჩატარებული კვლევებით დადგინდა, რომ ბავშვს პნევმონია აქვს.

„გოგონას კლინიკაში ყველა საჭირო გამოკვლევა ჩაუტარდა და პნევმონიის დიაგნოზი დაუდგინდა. უტარდება შესაბამისი მკურნალობა. სტაციონარში მკურნალობას გადის ამ ბავშვის ძმაც, რომელიც ბრონქიტის დიაგნოზითაა მოთავსებული. რაც შეეხება გარდაცვლილ ბავშვს, იგი ექიმთან კონსულტაციაზე მშობლებს არ ჰყოლიათ. ბებიის თქმით, რამდენიმე დღის განმავლობაში ბავშვს ხველა, გრიპი და ტემპერატურის მომატება აღენიშნებოდა“, - განაცხადა ,,ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას ,,გორმედის“ ქსელის ქარელის საავადმყოფოს პედიატრმა ლია გოჩაშვილმა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს