რუსთავში კორპუსების დაზიანებული ფასადების რეაბილიტაცია მიმდინარეობს

2019 წლის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, რუსთავში, ჭყონდიდელის დასახლებაში, საცხოვრებელი კორპუსების ფასადების რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

როგორც ,,ინტერპრესნიუსს“ რუსთავის მერიიდან აცნობეს, ამ ეტაპზე, სარეაბილიტაციო სამუშაოები გიორგაძის ქუჩის #8 და გრანელის ქუჩის #7, #9, #11 საცხოვრებელი სახლების ფასადებს უტარდება.

ფასადების რეაბილიტაცია ძველი ნალესის დემონტაჟს, ლითონის ბადის გაკვრას, გალესვას, შეღებვას, დაზიანებული და ძველი ფანჯრების დემონტაჟს და ახალი ფანჯრების ჩასმას, ასევე საცხოვრებელი სახლების შესასვლელში კარის მონტაჟს ითვალისწინებს.

სამუშაოებს ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული შპს ‘’GDS” ასრულებს. სატენდერო ხელშეკრულების ღირებულება კი 134 300 ლარს შეადგენს.

აღნიშნულ მისამართებზე დაზიანებული ფასადების განახლება ივნისში დასრულდება. მიმდინარე წელს, ფასადების რეაბილიტაცია, ჭყონდიდელის დასახლებაში კიდევ ექვს მისამართზე - ჩეხოვის ქუჩის #6, #8, #8ა, #10 და გრანელის ქუჩის #23, #25 საცხოვრებელ კორპუსებშია დაგეგმილი.

სამუშაოეიბის შემსრულებელი კომპანიის გამოსავლენად, ამ დროისთვის სატენდერო პროცედურები მიმდინარეობს. ჭყონდიდელის დასახლებაში, საცხოვრებელი შენობების ფასადების რეაბილიტაციისთვის თანხები ადგილობრივ ბიუჯეტშია გათვალისწინებული.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
PSP-ს კიდევ ერთი სიახლე - ამერიკული „შუგაბიარპროს“ (SugarBearPro) ვიტამინები ჯანსაღი ცხოვრებისთვის
„ზედაზენი“ საქართველოში Heineken-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - ქართული ეკონომიკის ახალი ეტაპი
ევროკრედიტი: ტრადიციული ფინანსური ორგანიზაციიდან ფინტექიზაციისკენ - ახალი ეტაპი ციფრულ მომსახურებაში
KPIs-ის ინოვაციური სისტემა BDO-სგან: ფინანსური მართვის ახალი სტანდარტი
„კოლიერსის“ მონაწილეობა „სილქ დეველოპმენტის“ გამორჩეულ პროექტში - „ტელეგრაფი“