ბათუმში გარდაცვლილი 29 წლის მელანო ფუტკარაძის ოჯახის წევრები საავადმყოფოსთან აქციას მართავენ

"სოლიდარობა მილა ფუტკარაძეს", "როდის დაისჯება დამნაშავე?", "ჩვენ არ გავჩერდებით, სანამ სამართალი არ იზეიმებს",- ამ ლოზუნგებით ბათუმში რამდენიმე დღის წინ გარდაცვლილი 29 წლის მელანო ფუტკარაძის ოჯახის წევრები და ახლობლები რეფერალურ საავადმყოფოსთან აქციას მართავენ.

შეკრებილების განცხადებით, ახალგაზრდა ქალის გარდაცვალების ფაქტის დროული გამოძიება უნდა მოხდეს. მათივე თქმით, საგამოძიებო მოქმედებები ჭიანურდება.

"ჩვენ აქ შევიკრიბეთ და კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ ვითხოვთ საქმის დროული გამოძიება მოხდეს. მელანო ფუტკარაძე რეფერალური საავადმყოფოს ექიმებს შეეწირა", - განაცხადა აქციი ერთ-ერთმა მონაწილე ტარიელ ქათამაძემ.

ბათუმში რამდენიმე დღის წინ ერთ-ერთ კლინიკაში 29 წლის ქალი გარდაიცვალა. ოჯახის წევრები გარდაცვალებაში ექიმებს ადანაშაულებენ. ფაქტზე შსს გამოძიებას აწარმოებს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა