ბათუმში სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლები საპროტესტო აქციებს აგრძელებენ

ბათუმში სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლები საპროტესტო აქციებს აგრძელებენ. ისინი ამ წუთებში ვარდების სკვერში შეიკრიბნენ და აცხადებენ, რომ სისტემაში ცვლილებები დაუყოვნებლივ უნდა განხორციელდეს.

სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლები სამსახურში ავტომობილების, ფსიქოლოგებისა და იურისტების დამატებას ითხოვენ. მათი თქმით, არასაკმარისი რესურსის გამო, არასამუშაო პირობებში იმყოფებიან. აქციის მონაწილეები აღნიშნული მოთხოვნების გათვალისწინებას საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს სთხოვენ და აცხადებენ, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში, სამუშაო ადგილებს არ დაუბრუნდებიან.

"მიმდინარეობს მოლაპარაკებები და სავარაუდოდ, პირობების გაუმჯობესებას გეგმავენ, თუმცა ბოლომდე ვერ ვენდობით. სანამ დოკუმენტურად არ ვნახავთ ამ მოთხოვნებს მოგვარებულს, ჩვენ აქციას არ შევწყვეტთ",- აცხადებს ნინო ტყეშელაშვილი

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა