ფოთის მერის მოადგილე თანამდებობას ტოვებს

ფოთის მერის მოადგილე გიორგი ფარეშიშვილი 1 აპრილს ოფიციალურად დატოვებს დაკავებულ თანამდებობას. ფარეშიშვილმა ინფორმაცია ,,ინტერპრესნიუსს“ დაუდასტურა. მისი თქმით, პოსტს საკუთარი სურვილით ტოვებს, რადგან საერთაშორისო ორგანიზაციებიდან შეთავაზება მიიღო.

.„ეს იყო ჩემი სურვილი, არანაირი სხვა ფაქტორი არ ყოფილა. ადამიანები წინ მივდივართ, ვდგამთ კონკრეტულ ნაბიჯებს. ამ გადაწყვეტილების მიღება ჩემთვის ადვილი არ იყო. საკმაოდ ნაფიქრი გადაწყვეტილებაა. შეთანხმებულია როგორც ქალაქის მერთან, ასევე ჩემს კოლეგებთან. ყველანაირად მადლობელი ვარ მათი გვერდში დგომისთვის. რაც შეეხება ჩემს მუშაობას, ნამდვილად შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ეს იყო უნიკალური მუშაობა. რა თქმა უნდა, იყო წარმატებებიც და წარუმატებლობაც. ყველაფერი ისე ვერ გავაკეთე, როგორც მინდოდა და როგორც საზოგადოება მოელოდა, მაგრამ მაქსიმალურად ვეცადე კეთილსინდისიერად მემსახურა ქალაქისთვის, რომელიც ძალიან მიყვარს. იმ პირს, რომელიც ამ თანამდებობაზე დაინიშნება, ვინც არ უნდა იყოს, გულწრფელად წარმატებას, გამძლეობას და მხნეობას ვუსურვებ, რადგანაც ძალიან საპატიოა, იყო ამ ძვირფასი ქალაქის პასიუხისმგებელი პირი. მითუმეტეს მაშინ, როდესაც საკმაოდ ბევრი გამოწვევაა ამ ქალაქში და ძალიან ბევრი გადასაჭრელი პრობლემაა. ფოთი ნამდვილად იმსახურებს, იყოს ძალიან ლამაზი და განვითარებული ქალაქი“, -განაცხადა გიორგი ფარეშიშვილმა.

გიორგი ფარეშიშვილი მერის მოადგილის თანამდებობას 2018 წლის პირველი იანვრიდან იკავებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო