ხონის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრი - პაციენტმა ეპილეფსიური  შეტევების დროს მიიღო  დაზიანებები, პერსონალის მხრიდან ძალადობა გამორიცხულია

„პაციენტ ქ.ბ.-ს ხშირად უვითარდებოდა ეპილეფსიური გულყრები. სწორედ ამ შეტევების დროს მიიღო ის დაზიანებები და ჩალურჯებები, რაც აღენიშნებოდა სხეულზე, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ხონის ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის პრესსამსახურმა ლიკა დევდარიანმა განუცხადა. დევდარიანი ფსიქიატრიული კლინიკის პერსონალის მხრიდან პაციენტზე ძალადობას გამორიცხავს და აცხადებს, რომ ოჯახის წევრთა ბრალდებები აბსურდია.

„სამწუხაროა, რომ ჩვენი ყოფილი პაციენტი გარდაიცვალა. ჩვენი კლინიკა მწუხარებას გამოთქვამს ამასთან დაკავშირებით. რაც შეეხება პაციენტის ოჯახის წევრთა ბრალდებებს, მესმის, რომ გაბრაზებულები არიან და ცხელ გულზე აკეთებენ განცხადებებს, მაგრამ არანაირად არცერთ ბრალდებაში არ არიან მართლები და გამოძიება ყველაფერს დაადგენს.

პაციენტი ქ.ბ. ჩვენთან შემოყვანილი იყო მძიმე ფსიქო-სომატური მდგომარეობის გამო. ის მოათავსეს ფსიქიკური პრობლემების მქონე პირთა თავშესაფარში, სადაც დაახლოებით 1 წელიწადი გაატარა. ქალბატონს დიაგნოზად ჰქონდა ეპილეფსიური დემენცია. მას ხშირად უვითარდებოდა ეპილეფსიური გულყრები. სწორედ ამ შეტევების დროს მიიღო ის დაზიანებები და ჩალურჯებები, რაც აღენიშნებოდა სხეულზე. მე დარწმუნებული ვარ, გამოძიება დაადგენს დამატებით დეტალებს. რა თქმა უნდა, ძალადობის ყველანაირ ფაქტს გამოვრიცხავთ,მითუმეტეს პერსონალის მხრიდან. ეს აბსოლუტური აბსურდია", - განაცხადა ლიკა დევდარიანმა.

„ინტერპრესნიუსის“ კითხვაზე, თუკი პაციენტმა დაზიანებები საკუთარ თავს თვითონ მიაყენა, რატომ ვერ უზრუნველყო კლინიკამ მისი უსაფრთხოება, პრესსამსახური პასუხობს, რომ კლინიკაში ქ.ბ-სთან ერთად კიდევ ბევრი პაციენტია მოთავსებული და შესაძლოა ქ.ბ. ერთი წამით უყურადღებოდ დარჩა.

„რა თქმა უნდა, კლინიკის პერსონალი მაქსიმალურს აკეთებს ყველა პაციენტისთვის, მაგრამ მოგეხსენებათ, ფსიქიკური პრობლემების მქონე პირები არიან და მხოლოდ ქ.ბ. არ გვყავდა. კლინიკაში გვყავდა ძალიან ბევრი პაციენტი და შესაძლებელია, ერთ წამში მოხდა რაღაც ისეთი და ვერ მოვახერხეთ ამის დროულად თავიდან არიდება. თუმცა კლინიკის პერსონალის მხრიდან ძალადობა გამორიცხულია და ისინი ყველაფერს აკეთებენ, რომ პაციენტებმა მიიღონ შესაბამისი ფსიქიკური სერვისი", - განაცხადა ლიკა დევდარიანმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა