რუსთავიდან დიდუბის მიმართულებით მოძრავი მიკროავტობუსების მძღოლებმა მუშაობა დღეს ჩვეულ რეჟიმში განაახლეს

რუსთავიდან თბილისში, დიდუბის მიმართულებით მოძრავი მიკროავტობუსების მძღოლებმა მუშაობა, დღეს დილიდან ჩვეულ რეჟიმში განაახლეს. როგორც "ინტერპრესნიუსს" კომპანია „ინტერტრანსში“ განუცხადეს, დილიდან აღნიშნულ ხაზზე 21 ერთეული მიკროავტობუსი მუშაობს.

„შეთანხმების შედეგად მძღოლები გადაიხდიან იმ თანხას, რაც ხელშეკრულებით არის გათვალისწინებული. მათ დილიდან მუშაობა ჩვეულ რეჟიმში განაახლეს და ხაზზე 21 ერთეული სამარშრუტო ტაქსი მოძრაობს ", - განაცხადა "ინტერტრანსის" წარმომადგენელმა სოფო ცერცვაძემ.

გუშინ, რუსთავიდან თბილისში, დიდუბის მიმართულებით, მგზავრთა გადაყვანა პარალიზებული იყო. აღნიშნულ მარშრუტზე დასაქმებული მძღოლები აცხადებდნენ, რომ კომპანია "ინტერტრანსმა" ყოველდღიური გადასახადი 70 ლარამდე გაუზარდა, რაზეც პროტესტი გამოთქვეს. კომპანიაში კი აცხადებდნენ, რომ ყოველდღიური გადასახადი ძველ ნიშნულს დააბრუნეს და იგივეა, რაც გასული წლის გაზაფხულზე იყო.

იხილეთ ვიდეო: რუსთავიდან თბილისში, დიდუბის მიმართულებით მიკროავტობუსების მძღოლებმა მუშაობა, დღეს დილიდან ჩვეულ რეჟიმში განაახლეს

ემილ ავდალიანი - რუსეთს საერთაშორისო ასპარეზზე აზერბაიჯანის დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება არ აწყობს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.07.2025
სტრატეგიული ბიზნეს რეთრითი შალვა ახრახაძესთან ერთად - იმისთვის, რომ შემდეგ მეტი შეძლო, ხანდახან საჭიროა გაჩერდე
ბიქეი ჰოლდინგმა გიორგი ნატროშვილი თეთრი კვადრატის გენერალურ დირექტორად დანიშნა, რომელიც ინოვაციური მიდგომების დანერგვასა და საერთაშორისო ბაზრების ათვისებაზე გააკეთებს აქცენტებს
ზღაპრული დღე წალკაში – 4 ივლისს KASS LAND-ის ატრაქციონების ახალი პარკი ყველა ბავშვისთვის ღიაა