თორნიკე რიჟვაძემ UNICEF-ის წარმომადგენლებს ე.წ. მუყაოს ქალაქში მცხოვრები ბავშვების მდგომარეობა გააცნო

გაერო-ს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით აჭარაში ბავშვის განვითარებაზე ორიენტირებული პირველადი ჯანდაცვის გაძლიერების პროგრამა დაიწყო, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ აჭარის მთავრობიდან აცნობეს.

პროექტის შესახებ ინფორმაციას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე გაეცნო და UNICEF-ის წარმომადგენელს საქართველოში ღასან ხალილს შეხვდა.

შეხვედრაზე ისაუბრეს რეგიონში არსებულ გამოწვევებზე ბავშვთა უფლებების დაცვის მიმართულებით. თორნიკე რიჟვაძემ UNICEF ის წარმომადგენლებს გააცნო ე.წ.მუყაოს ქალაქში მცხოვრები ბავშვების მდგომარეობა. შეხვედრაზე განიხილეს მათი სოციალური ინკლუზიისა და უთანასწორობის მაქსიმალური დაძლევის შესაძლებლობები.

გაერო-ს ბავშვთა ფონდმა ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით უკვე შეიძინა 107 ცალი პლანშეტი, რომლებიც საპილოტე პროგრამის ფარგლებში გადაეცა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შრომის, ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სამინისტროს. საპილოტე რაიონების სოფლების ექიმებმა და ექთნებმა გაიარეს გადამზადება ბავშვთა განვითარების საკითხებზე. ამ ეტაპზე სულ გადამზადდა 120 პროფესიონალი. პროგრამის მიზანია უზრუნველყოს 0-დან 6 წლამდე ბავშვის ზრდა განვითარების ზედამხედველობა.

გაერო-ს ბავშვთა ფონდი 20 წელზე მეტია ეხმარება საქართველოს მთავრობას ბავშვთა უფლებების დაცვასა და ბავშვის უფლებათა კონვენციით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაში, რათა დაიცვან ბავშვები სიღარიბისაგან, ჩაგვრისა და ძალადობისაგან და ოჯახური მზრუნველობის გარეშე დარჩენისგან.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა