პარტია „კანონი და სამართალი“ საზოგადოებრივ მაუწყებელს „რუსული პროპაგანდის გატარებაში“ ადანაშულებს

პარტია „კანონი და სამართალი“ საზოგადოებრივ მაუწყებელს „პოლიტიკურად მიკერძოებულობასა და რუსული პროპაგანდის გატარებაში“ ადანაშაულებს. როგორც პარტიის წარმომადგენლებმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადეს, საზოგადოებრივი მაუწყებელი უხეშად არღვევს კანონს „მაუწყებლის შესახებ“ და იმის ნაცვლად, რომ პოპულარიზაცია გაუწიოს NATO-ს და ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციის საკითხს, პერიოდულად ახორცილეებს რუსეთის ინტერესებზე მორგებულ საქმიანობას.

ამასთან, პარტიის წარმომადგენლები საზოგადოებრივ მაუწყებელში აუდიტის სამსახურის შესვლას მოითხოვენ, რათა გაირკვეს რეალურად რისთვის იხარჯება მაუწყებლის ბიუჯეტი. როგორც „კანონი და სამართლის“ ხელმძღვანელმა თაკო ჩარკვიანმა განაცხადა, საზოგადოებრივი მაუწყებელი, 2018 წელს სახელმწიფო ბიუჯეტიდან 52 მილიონი ლარით თუ ფინანსდებოდა, 2019 წელს დაფინასება 59 მილიონ ლარამდეა გაზრდილი.

მისივე თქმით, პარტია „კანონი და სამართლის“ ხუთპუნქტიან სტრატეგიულ გეგმაში ერთ-ერთ კომპონენტად გაცხადებულია ის, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის დანიშვნის უფლებამოსილება გადაეცეს ოპოზიციას და მესამე სექტორს. ჩარკვიანის თქმით, მათი პარტიის ამ განცხადებას საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტის მხრიდან უარყოფითი შეფასებები მოჰყვა.

„საზოგადოებრივი მაუწყებლის სარედაქციო პოლიტიკა უნდა ემთხვეოდეს ხალხის არჩევანს. გამოკითხვებითა და რეფერენდუმებით ხალხმა ევროატლანტიკური სივრცისკენ თავისი არჩევანი დიდი ხანია გააკეთა. ამ დროს, საზოგადოებრივ მაუწყებელზე რა ხდება?! რაღაც პატარა გადაცემა გაკეთდება ევროატლანტიკურ სივრცეს განიხილავენ, მოიწვევენ მოწინააღმდეგესაც და უცებ „ბომბი“ - ვლადიმერ ბედუკაძესთან ერთად რუსული სამხედრო რეკლამები გავა, რომ თურმე, რა მაგარია რუსული პენსია. ამ ყველაფერზე ჩვენ დავიწყეთ გამოძიება. სად არის დამარხული ძაღლის თავი, ცხადია, ვიპოვნეთ იქ, სადაც პრობლემაა. ეს არის ხელისუფლების პოლიტიკურ გარიგებაში შესვლა. მოგეხსენებათ, ვასილ მაღლაფერიძე გახლდათ ბიძინა ივანიშვილის ტელევიზიის „GDS”-ის ხელმძღვანელი და დასვა საზოგადოებრივ მაუწყებელში. ასევე საინფორმაციო სამსახურში ჰყავთ გვიმრაძე, რომელმაც ეუთო გააკრიტიკა და ეუთო-მ ჩახედოს თავის კრიტიკულ გამონათქვამებსო. მანამდე კი ეუთო-მ გააკრიტიკა საზოგადოებრივი მაუწყებელი იმაზე, რომ ის არჩევნების პერიოდში არღვევდა „მაუწყებლობის შესახებ“ კანონს და მიკერძოებული იყო“, - განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა