დავით ზალკალიანი - 2019-2022 წლების  სტრატეგიული დოკუმენტი საგარეო ამოცანების შესრულებისთვის ყველა ძირითად და კონკრეტულ საქმიანობას განსაზღვრავს

საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის განცხადებით, საგარეო უწყების 2019-2022 წლების სტრატეგიული დოკუმენტი საგარეო ამოცანების შესრულებისთვის ყველა ძირითად და კონკრეტულ საქმიანობას განსაზღვრავს.

როგორც მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა, საგარეო პოლიტიკის სტრატეგია თვისობრივად ახალი ტიპის დოკუმენტია, რადგანაც მას პირველად, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში მაღალი ლეგიტიმაცია აქვს. დავით ზალკალიანის თქმით, სამწლიანი სტრატეგიის დოკუმენტი, რომელიც საქართველოს მთავრობამ უკვე დაამტკიცა, საგარეო საქმეთა სამინისტროსა და სხვადასხვა უწყებების ფართო ჩართულობით შემუშავდა. მისივე თქმით, დოკუმენტის შემუშავებაში ასევე ჩართული იყო ყველა უწყება, საქრთველოს პარლამენტი და არასამთავრობო სექტორი. დავით ზალკალიანის განმარტებით, საგარეო უწყების სტრატეგიის დოკუმენტი ჩვენი ქვეყნის საგარეო პოლიტიკის ყველა ძირითად პრიორიტეტს და მიმართულეაბს განსაზღვრავს.

„უმთავრეს პრიორიტეტებს შორის გამოყოფილია ქვეყნის სუვერენიტეტი, ტერიტორიული მთლიანობა, დეოკუპაციისკენ მიმართული ქმედებები, ასევე ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია, ასვე ქვეყნის საგარეო იმიჯის წარმოჩენა, ეკონომიკური დიპლომატია. ყველა ძირითადი მართულებებია თავმოყრილი. წინა სტრატეგიის დოკუმენტებისგან, მას განასხვავებს ისიც, რომ თან ახლავს სამოქმედო გეგმა, რომელიც განსაზღვრავს საქრთველოს მთავრობის, საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ყველა უწყების სამოქმედო გეგმას, თუ როგორ უნდა მოხდეს საგარეო პოლიტიკური სტრატეგიის ძირითადი დებულებების იმპლემენტაცია.

მინდა, გითხრათ, რომ ამ დოკუმენტის მიღებამდე მისი საჯარო განხილვა გვქონდა. პარლამენტში ორი კვირის წინ გვქონდა მოსმენა საგარეო ურთიერთობათა და ევროინტეგრაციის კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე, სადაც ამ დოკუმენტით წარვსდექით საქართველოს პარლამენტის და საზოგადოების წინაშე. ვისაუბრეთ ამ დოკუმენტის ყველა ძირითად მიმართულებაზე“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ