ბათუმში ქიმიური ტერმინალის მშენებლობის წინააღმდეგ აქცია მიმდინარეობს

ბათუმში ქიმიური ტერმინალის მშენებლობის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. მოქალაქეთა ნაწილი ვარდების სკვერშია შეკრებილი. ისინი აცხადებენ, რომ ქიმიური ტერმინალის მშენებლობა ადამიანების ჯანმრთელობას საფრთხეს შეუქმნის.
აქციის ორგანიზატორები ბათუმის მერის ლაშა კომახიძის თანამდებობიდან გადადგომას ითხოვენ და აცხადებენ, რომ ბათუმის პორტში ქიმიური ტერმინალის მშენებლობას ლაშა კომახიძემ ხელი არ შეუშალა, პირიქით ნებართვაც კი გასცა.
"საქართველოს ხელისუფლებას უნდა მიეღო დოკუმენტაცია გარემოს დაცვასთან დაკავშირებით. ასეთ დოკუმენტს საქართველოს ხელისუფლება არ ღებულობს, მიუხედავად ევროპის მითითებისა. ჩვენ როცა ქიმიურ ტერმინალზე ვსაუბრობთ, ხელისუფლება ამბობს, რომ ეს არის კარბამიდის ტერმინალი - არ შეგიყვანონ ხალხო შეცდომაში. აქ მთავარია ფული და არა ხალხის ინტერესი", - აცხადებენ აქციის მონაწილეები.

























