ბათუმში, სასტუმრო „შერატონში“ გამნაღმველები მუშაობენ

ბათუმში, სასტუმრო „შერატონში“ სამართალდამცავები არიან მობილიზებული.როგორც შსს-ში აცხადებენ, შენობაში ასაფეთქებელი მოწყობილობის შესახებ შეტყობინება შევიდა, რის გამოც სასტუმროში გამნაღმველები მივიდნენ.
სასტუმრო "შერატონიდან" მოქალაქეების ევაკუაცია განხორციელდა. მოგვიანებით გაირკვა, რომ შეტყობინება ცრუ აღმოჩნდა.
ფაქტზე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება "სისხლის სამართლის კოდექსის" 331-ე მუხლით დაიწყო.

























