კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ დოესში  სახელმწიფო პროექტის „დანერგე მომავლის“ ფარგლებში  ახალი კაკლის ბაღი გაშენდა

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ დოესში, სახელმწიფო პროექტის „დანერგე მომავლის“ ფარგლებში, კოოპერატივმა „დოესმა“ ახალი ინტენსიური კაკლის ბაღი გააშენა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს დირექტორის მოადგილემ გიორგი ჯიბლაძემ, შიდა-ქართლის გუბერნატორის მოადგილესთან ნუგზარ სამხარაძესთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად პროექტში მონაწილე ერთ-ერთი ბენეფიციარის, რკ დოესის ბაღი მოინახულა, რომელიც პროექტში 2017 წელს ჩაერთო და 20 ჰექტარზე კაკლის ბაღის გაშენებისთვის და სარწყავი სისტემის მოწყობისთვის 97,000 ლარის სახელმწიფო დაფინანსება მიიღო. მიღებული დაფინანსებიდან 40,000 ლარი ნერგებისთვის, ხოლო 57,000 ლარი წვეთოვანი სისტემებისთვის იყო განკუთვნილი.

აღსანიშნავია ის ფაქტიც რომ, კოოპერატივი „დოესი“ კიდევ ერთი სახელმწიფო პროექტის, „აგროწარმოების ხელშეწყობის პროგრამის“ ბენეფიციარია, პროექტის ფარგლებში მეპაიეებმა შეიძინეს სასოფლო-სამეურნეო ტრაქტორი, რომლის ღირებულების 40% სახელმწიფო თანადაფინანსებაა და შეადგენს 19,950 ლარს.საქართველოს მასშტაბით, დაფინანსებულია ხეხილის ახალი ბაღების გაშენება 6, 773 ჰექტარზე, ხოლო სახელმწიფო თანადაფინანსების მოცულობა 36,5 მილიონ ლარს აღემატება.

სააგენტოს ინფორმაციით, სახელმწიფოს ფინანსურმა მხარდაჭერამ მეწარმეებს წარმოების განვითარება-გაფართოებისთვის დამატებითი ბიძგი მისცა. სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო ახორციელებს „ერთიან აგროპროექტს“, რომელიც გათვლილია გრძელვადიან განვითარებაზე და მისი მიზანია ისეთი გარემოს შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობაში კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოების სტაბილურ ზრდასა და სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა