ძლიერმა ქარმა ქუთაისის  აეროპორტში პრობლემები შექმნა

ძლიერმა ქარმა ქუთაისის, დავით აღმაშენებლის საერთაშორისო აეროპორტში გარკვეული პრობლემები შექმნა. რიგა-ქუთაისის რეისის მგზავრები ბარგს ვერ იბრუნებენ.

როგორც მგზავრებისთვის ცნობილი გახდა, ბარგის დაყოვნების მიზეზი ძლიერი ქარია, რის გამოც თვითმფრინავის საბარგულს ვერ აღებენ. თუმცა მგზავრების განმარტებით, აეროპორტში მათთვის ოფიცილაური პასუხი არ გაუციათ.

ქუთაისის აეროპორტში რიგა-ქუთაისის თვითმფრინავი ერთი საათის წინ დაეშვა. აეროპორტში ადასტურებენ, რომ ძლიერი ქარის გამო შეფერხებაა. ოპერატორის ინფორმაციით, შეფერხებაა, როგორც ბარგის აღების, ასევე თვითმფრინავის გაფრენასთან დაკავშირებით.

"ძლიერი ქარია ადგილზე, ამიტომ ვერ მოხერხდა ბარგის აღება. რაც შეეხება ფრენებს, ერთი რეისი შესრულდა, მეორე მალე უნდა გაფრინდეს, თუმცა არის მცირეხნიანი დაგვიანება",-აცხადებენ აეროპორტში.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს