ზვიად გამსახურდიას 80 წლის იუბილეს ბათუმში სხვადასხვა ღონისძიებებით აღნიშნავენ

საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას 80 წლის იუბილეს ბათუმში სხვადასხვა ღონისძიებებით აღნიშნავენ.

ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკაში რიგითი მოქალაქეები და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პირველი პირები შეიკრიბნენ, სადაც ზვიად გამსახურდიას შესახებ ვიდეო-რგოლისა და ისტორიული კადრების ჩვენება მოეწყო. საჯარო ბიბლიოთეკაში ზვიად გამსახურდიას ფოტოებიც გამოიფინა. ასევე, დღის განმავლობაში ბათუმში, ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმში საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას პოლიტიკური ცხოვრების ამსახველი ექსპონატების პლაკატებისა და გაზეთების გამოფენა მოხდება.

ქალაქში გამართულ ღონისძიებებს აჭარის მთავრობის წევრები ესწრებიან.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა