ნინო ბურჯანაძე -  თაობებისთვის ზვიად გამსახურდია იქნება მაგალითი, თუ როგორ უნდა გიყვარდეს შენი სამშობლო

საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას 80 წლის იუბილესთან დაკავშირებით „დემოკრატიული მოძრაობის“ პრესსამსახური ნინო ბურჯანიძის განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „ინტერპრესნიუსი“ უცვლელად გთავაზობთ.

„დღეს 31 მარტია და არ მეგულება არცერთი ქართველი, ვინც, ერთი მხრივ, უდიდესი სიამაყით და მეორეს მხრივ, სინანულის გრძნობით არ გაიხსენებს დღევანდელ თარიღს. სიამაყით, იმიტომ, რომ 31 მარტი არის საქართველოს რეფერენდუმის ჩატარების დღე, რომელმაც საფუძველი დაუდო საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებას. ეს უდიდესი ფაქტი დიდი ეროვნული გმირის ზვიად გამსახურდიას სახელთან ასოცირდება, ადამიანი რომელმაც თავისი მოღვაწეობა და სიცოცხლე შესწირა ჩვენი ქვეყნის ღირსებას, ეროვნული თვითშეგნებისთვის, ეროვნული ღირებულებებისთვის და საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლას“, - აცხადებს „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე.

მისივე თქმით, პრეზიდენტის სიკვდილი შავ ლაქად დარჩება ქვეყნის ისტორიაში, მანამ, სანამ ყველა კითხვას პასუხი არ გაეცემა.

„მეორე მხრივ, ნამდვილად დასანანია, რომ დამოუკიდებელი საქართველოს პირველი პრეზიდენტი ისევ ქართველების ხელით იქნა დამხობილი და სამშობლოდან განდევნილი. მისი სიკვდილი კი დღემდე ბურუსით არის მოცული და არ არის გამოძიებული. სანამ ყველა შეკითხვას პასუხი არ გაეცემა, საქართველოს პირველი პრეზიდენტის სიკვდილი შავ ლაქად დარჩება ჩვენი ქვეყნის ისტორიაში.

და რაც ყველაზე გულსატკენია, ის იდეალები რისთვისაც ზვიად გამსახურდია იბრძოდა - ქვეყანა ყოფილიყო ერთიანი, ძლიერი, თითოეულ მოქალაქეს ამ ქვეყანაში ეცხოვრა ეროვნული თვითშეგნებით, ჯერჯერობით კვლავ განუხორციელებელია.

ზვიად გამსახურდია არ არის რიგითი მოვლენა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში. ის იყო უდიდესი ეროვნული გმირი და დამოუკიდებელი საქართველოს პირველი პრეზიდენტი. იმედი მაქვს, საქართველო იქნება გაერთიანებული, დამოუკიდებელი და ძლიერი სახელმწიფო. ზვიად გამსახურდია კი ყველა თაობისთვის იქნება ისტორია, თუ როგორ უნდა გიყვარდეს შენი სამშობლო“, - აცხადებს „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა