თორნიკე რიჟვაძე - 28 წლის წინ   ზვიად გამსახურდიას თაოსნობით ჩატარებულმა რეფერენდუმმა მთელი მსოფლიოსათვის თვალსაჩინო გახადა ქართველი ხალხის ურყევი ნება

ბათუმში ზვიად გამსახურდიას 80 წლის იუბილე აღინიშნა. საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმის დღესთან და პირველი პრეზიდენტის იუბილესთან დაკავშირებით, ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკაში ისტორიული კადრების ჩვენება მოეწყო და გაიმართა ფოტო და დოკუმენტური მასალის გამოფენა. ჩატარდა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენისადმი მიძღვნილი საჯარო ლექციაც.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას 80 წლის იუბილესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებას დაესწრო და დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა. თორნიკე რიჟვაძემ საქართველოს უახლესი ისტორიის უმნიშვნელოვანესი თარიღისა და საქართველოს სახელმწიფოებრიობის აღდგენაში პირველ პრეზიდენტის წვლილზე ისაუბრა.

„დღევანდელი დღე მნიშვნელოვანია სხვადასხვა კონტექსტით. პირველი, რომ 28 წლის წინ სწორედ ზვიად გამსახურდიას თაოსნობით ჩატარებულმა რეფერენდუმმა მთელი მსოფლიოსათვის თვალსაჩინო გახადა ქართველი ხალხის ურყევი ნება საქართველოს სახელმწიფოებრიობის აღდგენის შესახებ. .ამასთანავე, დღეს აღვნიშნავთ ზვიად გამსახურდიას 80 წლის იუბილეს. ეს თარიღი მნიშვნელოვანია თითოეული ქართველისთვის. პირველ პრეზიდენტს უკავშირდება ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო ასპარეზზე დამოუკიდებელ სახელმწიფოდ წარმოჩენა. მნიშვნელოვანია ის, რომ რეფერენდუმი გაიმართა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, მათ შორის - აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკასა და ცხინვალში. ეს ნიშნავს იმას რომ ჩვენმა აფხაზმა და ოსმა ძმებმა, ჩვენთან ერთად არჩევანი გააკეთეს საქართველოს სუვერენიტეტის, უკეთესი მომავლის და ერთიანობის სასარგებლოდ“, - განაცხადა მთავრობის თავმჯდომარემ.

პირველი პრეზიდენტის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებებს აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ბათუმის მერი, მინისტრები, დეპუტატები, ახალგაზრდები და ქალაქის საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

1991 წლის 31 მარტს საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას თაოსნობით ჩატარდა საყოველთაო-სახალხო რეფერენდუმი, რომლის დროსაც მოსახლეობამ ერთსულოვნად დაუჭირა მხარი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენას 1918 წლის 26 მაისის დამოუკიდებლობის აქტის საფუძველზე.

ინფორმაციას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა