ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ძლიერი ქარის გამო არსებული შეზღუდვები მოიხსნა

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ძლიერი ქარის გამო არსებული შეზღუდვები მოიხსნა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ აეროპორტში განუცხადეს, ქუთაისი–რიგას გადადებული რეისი შესრულდა.

აეროპორტში დღეს სხვა რეისებიც შესრულდა. რიგა–ქუთაისის ავიარეისის მგზავრებს კი, რომლებიც ძლიერი ქარის გამო ბარგის აღებას ვერ ახერხებდნენ, ნივთები რამდენიმე წუთის წინ გადაეცათ.

ამ დროისთვის ქუთაისში კვლავ ძლიერი ქარია, რამაც ქალაქში პრობლემები შექმნა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა