ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკაში ზვიად გამსახურდიას 80 წლის იუბილესთან   დაკავშირებით  ღონისძიებები გაიმართა

კონსტიტუციის პირველი მუხლი იწყება სიტყვებით რომ საქართველო არის ერთიანი, დამოუკიდებელი და განუყოფელი სახელმწიფო, რაც 1991 წლის 31 მარტის რეფერენდუმით დასტურდება. ეს არის კონსტიტუციური მნიშვნელობის თარიღი, რომელიც მნიშვნელოვანია თითოეული ჩვენი მოქალაქისათვის,-ამის შესახებ აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ აკაკი წერეთლის სახელობის ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკაში გამართულ ღონისძიებაზე განაცხადა, რომელიც საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას 80 წლის იუბილესთან და საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის მოთხოვნით ჩატარებული რეფერენდუმის 28 წლისთავთან დაკავშირებით გაიმართა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობიდან აცნობეს, შეხვედრას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს ფრაქცია „ქართული ოცნება-მაჟორიტარების“ თავმჯდომარე ილია ვერძაძე, ქალაქ ბათუმის მერი ლაშა კომახიძე, რეგიონის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ, რომლებმაც კიდევ ერთხელ გაიხსენეს ჩვენი ქვეყნის უახლესი ისტორიის ასპექტები, რამაც საფუძველი დაუდო საქართველოს დამოუკიდებლობას.

დარბაზში აჟღერდა დამოუკიდებელი საქართველოს ჰიმნები, მოსწავლე ახალგაზრდებს წარუდგინეს საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი და გააცნეს მასზე ხელმომწერი ჩვენი თანაქალაქელები: რამაზ სურმანიძე და ანზორ კუდბა.

ღონისძიების მონაწილეებმა მოგვიანებით ხარიტონ ახვლედიანის სახელობის სახელმწიფო მუზეუმში გადაინაცვლეს, სადაც 1991 წლების მოვლენების ამსახველი გამოფენა დაათვალიერეს.

გამსახურდიას 80 წლის საიუბილეო თარიღი, სპეციალურად შექმნილი სახელმწიფო კომისიის გადაწყვეტილებით, მთელ ქვეყანაში აღინიშნება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა