მაშველების ინფორმაციით, ჭავჭავაძის გამზირის #5-ში, სადაც მიწა ჩამოიშალა, გამაგრებითი სამუშაოები ნოლ სართულზე მიმდინარეობდა

მაშველების ინფორმაციით, ჭავჭავაძის გამზირის #5-ში, სადაც დღეს მიწა ჩამოიშალა, სამუშაოები ნოლ სართულზე მიმდინარეობდა. მათი ცნობით, სამუშაოების დროს დიდი რაოდენობით მიწა და ბეტონის ნაზავი ჩამოიშალა.

ჭავჭავაძის გამზირზე მიწის ჩამოშლის შედეგად 25 წლის მუშა დაიღუპა. 40 წლის მამაკაცს ამ დრომდე ეძებენ. ადგილზე მუშაობს 30 მეხანძრე-მაშველი. მომხდართან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

იხილეთ ვიდეო: რა სამუშაოები მიმდინარეობდა ჭავჭავაძის გამზირზე, სადაც მიწა ჩამოიშალა და 2 მუშა მოიყოლა

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2025
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ