აბაშის  მუნიციპალიტეტის   მერი   ლევან მაკალათია   ზვიად  გამსახურდიას  80 წლისთავისადმი მიძღვნილ საიუბილეო საღამოს დაესწრო

აბაშის მუნიციპალიტეტის მერი ლევან მაკალათია, მერის მოადგილესთან ირაკლი პერტენავასთან ერთად, დღეს საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას დაბადების 80 წლისთავისადმი მიძღვნილ საიუბილეო საღამოს ესწრებოდა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ აბაშის მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, ღონისძიება ,,ღირსო უკვდავთა დიადემისა“, აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, კულტურისა და ხელოვნების განვითარების ცენტრის ორგანიზებით გაიმართა.

„თავისუფლება ყველაზე დიდი ფენომენია ნებისმიერი ერისთვის, რამეთუ საკუთარი მეობის წარმოჩენა თავისუფლების გარეშე ამ დიდ სამყაროში წარმოუდგენელია, სწორედ საქართველოს დამოუკიდებლობის, მისი თავისუფლებისათვის ბრძოლის ერთ-ერთი ლიდერია ზვიად გამსახურდია. ადამიანის სახელი განისაზღვრება მისი მოღვაწეობისა და სამშობლოს წინაშე აღსრულებული ვალის მიხედვით. თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ზვიად გამსახურდია ჭეშმარიტად ემსახურა თავის ერს, როგორც ილიას უკვდავება დაიწყო წიწამურიდან, ასევე ვერ მოჰკლეს ზვიადის სახელი. ასეთ შვილებს ერი არასოდეს ივიწყებს,“ _ აღნიშნა ლევან მაკალათიამ.

საღამოზე ნაჩვენები იქნა პირველი პრეზიდენტის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველი ფოტო და ვიდეო კოლაჟები, რომელსაც განსაკუთრებული ემოცია ახლდა დარბაზში. დეკანოზმა კონსტანტინე კაჭარავამ, საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა, მერაბ მიგინეიშვილმა და მერიის კულტურისა და ძეგლთა დაცვის განყოფილების უფროსმა, დინარ გვაზავამ, ისაუბრეს საქართველოს უახლესი ისტორიის უმნიშვნელოვანესი თარიღის შესახებ და პირველი პრეზიდენტის წვლილზე საქართველოს სახელმწიფოებრიობის აღდგენაში.

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ კულტურისა და ხელოვნების განვითარების ცენტრთან არსებული საშემსრულებლო კოლექტივები, პატარა დეკლამატორები.

პირველი პრეზიდენტის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებას მერიისა და საკრებულოს თანამშრომლები, ახალგაზრდები, საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო