თელავის საგზაო სამმართველო გომბორის მიმართულებით მოძრავი ავტომანქანის მძღოლებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს

თელავის საგზაო სამმართველო, ინტენსიური თოვისა და ყინვის გამო გომბორის მიმართულებით მოძრავი ავტომანქანის მძღოლებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს.

როგორც „ინტერპრესნიუსს" თელავის საგზაო სამსახურის დირექტორმა, თამაზ აბდულაშვილმა განუცხადა, აღნიშნულ მონაკვეთზე აქტიურად იყრება ტექნიკური მარილი და იწმინდება გზა.

თამაზ აბდულაშვილი, უსაფრთხოებიდან გამომდინარე ვაზიანი-გომბორის მიმართულებით მოძრავი ავტომანქანის მძღოლებს აფრთხილებს, რომ მხოლოდ ზამთრის საბურავებით იმოძრაონ.

,,თოვს და ყინვა მინუს 4 გრადუსია. ინტენსიურად ვმუშაობთ, ვყრით ტექნიკურ მარილს. როგორც ვიცი, უღელტეხილთან რამდენიმე მანქანა შეფერხდა და უამინდობის გამო გადაადგილებას ვერ ახერხებდა. გზა ჩაკეტილი არ არის, თუმცა პოლიცია აფრთხილებს მძღოლებს“, - განაცხადა თამაზ აბდულაშვილმა.

ემილ ავდალიანი - რუსეთს საერთაშორისო ასპარეზზე აზერბაიჯანის დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება არ აწყობს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.07.2025
სტრატეგიული ბიზნეს რეთრითი შალვა ახრახაძესთან ერთად - იმისთვის, რომ შემდეგ მეტი შეძლო, ხანდახან საჭიროა გაჩერდე
ბიქეი ჰოლდინგმა გიორგი ნატროშვილი თეთრი კვადრატის გენერალურ დირექტორად დანიშნა, რომელიც ინოვაციური მიდგომების დანერგვასა და საერთაშორისო ბაზრების ათვისებაზე გააკეთებს აქცენტებს
„მხურვალე ზაფხული აპექსში“ - ბინა საბურთალოზე უპრეცედენტო ფასად
ლიდერი არომათერაპიის სფეროში, ფრანგული პრემიუმ ბრენდი - ფიურესენშელი Puressentiel უკვე PSP-შია
ზურაბ ჩხაიძე განცხადებას ავრცელებს