ქუთაისში სავაჭრო ცენტრ „ოაზისის" თანამშრომლებმა აქცია გამართეს

ქუთაისში სავაჭრო ცენტრ „ოაზისის" თანამშრომლებმა აქცია გამართეს. მოვაჭრეები ახალ რეგულაციებს და სალარო აპარატების შეძენის მოთხოვნას აპროტესტებენ.

მოვაჭრეების განცხადებით, ისინი ყველა გადასახადს იხდიან და სალარო აპარატის შეძენის შესაძლებლობა არ აქვთ.

„ახალი რეგულაცია მძიმე ტვირთია ჩვენთვის. მოგვიწევს მუშაობის შეწყვეტა. მოვითხოვთ, გაუქმდეს ეს გადაწყვეტილება, თორემ უფრო დიდ აქციას მიიღებენ“, - აცხადებენ აქციის მონაწილეები.

მოვაჭრეებს სოლოდარობას უცხადებს პარტია "თავისუფალი საქართველოს" იმერეთის ორგანიზაციის თავმჯდომარე გოგი წულაია. მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება დანაშაულია ხალხის წინაშე.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა