„ნაცმოძრაობის“ წევრი - აჭარაში ბიძინა ივანიშვილის მიერ გაჩეხილი ხეები სპეციალურ პორტალზე განთავსდა

აჭარის რეგიონში ბიძინა ივანიშვილის მიერ გაჩეხილი ხეები სპეციალურ პორტალზეა განთავსებული, - ამის შესახებ ბათუმში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მიერ შექმნილი ე.წ.ალტერნატიული მთავრობის წევრებმა განაცხადეს. როგორც მათ აღნიშნეს, პორტალს "ივანიშვილი საქართველოს წინააღმდეგ" ჰქვია.

ე.წ.ალტერნატიული მთავრობის წევრი ლაშა ადამია ამბობს, რომ ვებ-პორტალზე ონლაინ რეჟიმში იმ ტერიტორიების ჩვენება მოხდება, რომელიც ხის გადატანას ასახავს.

ვებ-პორტალის პრეზენტაცია „ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში“ გაიმართა, რომელსაც არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები და "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები ესწრებოდნენ.

„მოქალაქეებს შეუძლიათ ახალ პორტალზე ხეების გაჩეხვისა და გარემოს განადგურების მასშტაბი ონლაინ რეჟიმში იხილონ. საიტი სხვადასხვა ენაზე ითარგმნება, რაც ყველასთვის ხელმისაწვდომი უნდა გახდეს. ბიძინა ივანიშვილის ქმედებები რეალურად ეკოლოგიური კატასტროფაა. შორს რომ არ წავიდეთ, ნათლად ჩანს, ჩაქვში აჭარის უმაღლეს საბჭოს შენობასთან გაჩეხილი ხეები. რეგიონში გაჩეხილ ხეებზე ამ დრომდე პასუხისგებაში არავინ მიუციათ. ეკოლოგიური საფრთხე გარდაუვალია. სტიქიური მოვლენების საშიშროება არსებობს“,- განაცხადა ლაშა ადამიამ.

იხილეთ ვიდეო: "ნაცმოძრაობის" წევრი - აჭარაში ბიძინა ივანიშვილის მიერ გაჩეხილი ხეები სპეციალურ პორტალზე განთავსდა

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო