"თიბისის" მხარდაჭერით, ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის გამარჯვებული გუნდი NASA-ში გაემგზავრება

ათასწლეულის გამოწვევის ფონდის ათასწლეულის ინოვაციის კონკურის გამარჯვებულების ვინაობა ცნობილია. ამის შესახებ ინფორმაციას „თიბისი ბანკი“ ავრცელებს.

წლევანდელი კონკურსის გამარჯვებული პროექტი „ბარნის სმარტ ლაბირინთი“ გახდა. პროექტის ავტორები - თბილისის ამერიკული აკადემიის, სკოლა „Aia-Gess“-ისა და ქუთაისის სკოლა „პროგრესის“ მოსწავლეები, „თიბისის“ ფინანსური მხარდაჭერით აშშ-ში გაემგზავრებიან და NASA-ს კოსმოსური ცენტრის უნივერსიტეტის სასწავლო პროგრამაში მიიღებენ მონაწილეობას.

ჟიურის გადაწყვეტილებით, მეორე ადგილზე „თიბისის“ სტიპენდიატების, კომაროვის ფიზიკა-მათემატიკის სკოლის მოსწავლეების პროექტი - „მოძრაობის სკანერი“ გავიდა. ავტორები სტენფორდის უნივერსიტეტში რობოტიკის 1 კვირიან კურსს გაივლიან.

მესამე საპრიზო ადგილი კი პროექტმა „ესკულაპე“ დაიკავა, რომლის შემქმნელებიც ბელგიაში გაემგზავრებიან.

„ათასწლეულის ინოვაციის კონკურსს ათასწლეულის გამოწვევის ფონდი 2014 წლიდან საქართველოში აშშ-ის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერითა და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან და ნასას კოსმოსურ ცენტრთან თანამშრომლობით ახორციელებს. წლევანდელი კონკურსის პარტნიორია „თიბისი“, ტექნოლოგიური მხარდამჭერი კი - “სილქნეტი”.

ათასწლეულის ინოვაციის კონკურსი ახალგაზრდებში საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და ტექნოლოგიების მიმართულებით ინოვაციური იდეებისა და პროექტების განხორციელების წახალისებას ემსახურება. პროექტის ერთ-ერთი მიზანია გამარჯვებული მოსწავლეების დაკავშირება კერძო სექტორთან და წარმატებულ მეცნიერებთან, რაც ხელს შეუწყობს მათი ცოდნის გაღრმავებასა და სამომავლო პარტნიორობას“, - აღნიშნულია „თიბისი ბანკის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი გობრონიძე - სამხრეთ კავკასიის რეგიონში რუსულ-ირანული ღერძის შესუსტება, შესაძლოა, გახდეს აზერბაიჯანულ-თურქული ღერძის გაძლიერების კატალიზატორი
ქართული პრესის მიმოხილვა 07.07.2025
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს