ფოთის პორტში ნატო-ს მუდმივმოქმედი მეორე საზღვაო შენაერთის (SNMG2) გემები შევიდნენ

ფოთის პორტში ნატო-ს მუდმივმოქმედი მეორე საზღვაო შენაერთის (SNMG2 ) გემები შევიდნენ. ნავსადგურის ტერიტორიაზე ხომალდების დახვედრის საზეიმო ცერემონია გაიმართა. სტუმრებს სანაპირო დაცვის დეპარტამენტის დირექტორი, პირველი რანგის კაპიტანი თემურ კვანტალიანი, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია, პოლონეთის ელჩი საქართველოში, ადგილობრივი თვითმმართველობისა და ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის წარმომადგენლები დახვდნენ.

მეორე საზღვაო შენაერთის შემადგენლობაში შედის: საფლაგმანო ხომალდი „HNLMS Evertsen“ (ნიდერლანდების სამეფო), „TCG Yildirim“ (თურქეთის რესპუბლიკა), “BGS DRAZKI” (ბულგარეთი) და ”ROS Regele Ferdinand” (რუმინეთი). ნატო-ს მუდმივმოქმედ მეორე საზღვაო შენაერთს კომოდორი ბაუდევაინ ბუთსი ხელმძღვანელობს. ვიზიტის ფარგლებში, კომოდორი საქართველოს სანაპირო დაცვის ხელმძღვანელს შეხვდება. ასევე, გაიმართება სამუშაო შეხვედრები, კულტურული და სპორტული ღონისძიებები.

„ის, რომ ძალის გამოყენებით შეცვალა საზღვრები რუსეთმა, ჩვენთვის არის მიუღებელი და სწორედ აქტიური აგრესიულობის გათვალისწინებით, რასაც რუსეთი ახორციელებს, გავზარდეთ ჩვენი წამომადგებლობა შავი ზღვის რეგიონში. ჩვენი მიზანია გავაძლიეროთ ურთიერთობები საქართველოსთან. წარსულშიც ვატარებდით წვრთნებს საქართველოს საზღვაო ძალებთან და ამას მომავალშიც ვგეგმავთ,“- განუცხადა ჟურნალისტებს კონტრ-ადმირალმა ბუტსმა.

ნატო-ს მუდმივმოქმედი მეორე საზღვაო შენაერთის (SNMG2) ხომალდები ფოთის ნავსადგურში 4 აპრილამდე დარჩებიან და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სანაპირო დაცვის დეპარტამენტთან ერთად წვრთნებსა და საჩვენებელ სწავლებებში მიიღებენ მონაწილეობას.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა