ზუგდიდის მერთან და ვიცე-მერთან ერთად დაკავებული ორი პირი გირაოთი დარბაზიდან გათავისუფლდა

ზუგდიდის მერთან ლაშა გოგიასთან და ვიცე-მერთან გია გულორდავასთან ერთად დაკავებულ ორ პირს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გირაოს სანაცვლოდ შეუცვალა და დარბაზიდან გაათავისუფლა.

აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქლაქო სასამართლომ რამდენიმე წუთის წინ მიიღო.

თენგიზ ქობალია, რომელსაც დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავებიან, 10 000-ლარიანი გირაოს, ხუტა ბაღათურია, რომელსაც ბრალი ცრუ ჩვენებისთვის აქვს წაყენებული, 5 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.

როგორც პროცესის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს საქმის პროკურორმა, ბექა ეჟიშვილმა განუცხადა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებულმა პირებმა აღიარებითი ჩვენება მისცეს. რაც შეეხება, ზუგდიდის მერსა და ვიცე-მერს ისინი ამ ეტაპამდე ბრალს არ აღიარებენ.

"სასამართლო პროცესზე დაიკითხა ორი ბრალდებული, თენგიზ ქობალია და ხუტა ბაღათურია. თენგიზ ქობალიას წარდგენილი აქვს განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულის შეუტყობინებლობა, ხუტა ბაღათურიას გამოძიებისათვის ცრუ ინფორმაციის მიწოდება. ორივე ბრალდებულმა სასამართლო პროცესზე ჩვენების მიცემისას სრულად აღიარეს წარდგენილი ბრალდება, დაადასტურეს ის გარემოებები, რაც ბრალში გვქონდა მითითებული. ჩვენ დავეთანხმეთ ამ ორი პირის მიმართ აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის შეცვლას. მათ მტკიცებულებები სადაოდ აღარ გახადეს, თუმცა, დანარჩენი ორი ბრალდებული ამ ეტაპისთვის არ აღიარებენ წარდგენილ ბრალდებას", - განაცხადა ეჟიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ზუგდიდის ყოფილ მერს, ლაშა გოგიასა და ვიცე-მერს, გია გულორდავას განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის ჯგუფურად აღებას ედავებინ, თენგიზ ქობალიას განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობას, ხუტა ბაღათურიას კი ბრალი ცრუ ჩვენებისთვის აქვს წაყენებული.

იხილეთ ვიდეო: ზუგდიდის მერთან და ვიცე-მერთან ერთად დაკავებულ ორ პირს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიება, პატიმრობა გირაოთი შეუცვალა

ბიძინა ლებანიძე - ცენტრალური ხელისუფლების დონეზე ახლო მომავალში ულტრამემარჯვენე მთავრობის მოსვლა საფრანგეთში უფროა მოსალოდნელი, ვიდრე გერმანიაში
ვაჟა ბერიძე - რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ ჩვენს რეგიონს ემუქრება სერიოზული დესტაბილიზაციის საფრთხე, რადგან რუსეთი აქ დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
საქართველოში პირველად, კავკასიის უნივერსიტეტის ბაზაზე, ხელოვნური ინტელექტის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი შეიქმნა
„ვაინ კახეთი“: MUNDUS VINI-ზე გაგზავნილმა ორივე ღვინომ ოქროს მედლები დაიმსახურა
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა