გიორგი მიქაუტაძის შეფასებით, ვენეციის კომისიის რეკომენდაციებთან დაკავშირებით ირაკლი კობახიძის განცხადება „არასწორად ინტერპრეტირებულია“

ვფიქრობ, ეს არასწორი ინტერპრეტაციაა იმისი, რაც ამ მოსაზრებასთან დაკავშირებით იყო გამოთქმული", - ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა გიორგი მიქაუტაძემ განაცხადა, რითაც პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას გამოეხმაურა იმის თაობაზე, რომ ვენეციის კომისიის ის რეკომენდაციები იქნება გათვალისწინებული, რომელიც კონსტიტუციასთან შესაბამისი იქნება.

მისი თქმით, ირაკლი კობახიძეს განსაკუთრებული არაფერი უთქვამს.

"პირადად ასე გავიგე, რომ თუ რეკომენდაციები ამ საკანონდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით შეეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, შესაძლებელია, ასეთი სახის რეკომენდაციები არ იყოს გათვალისწინებული. ეს ლოგიკური და ბუნებრივიცაა, იმიტომ, რომ კანონი ვერ იქნება კონსტიტუციასთან წინააღმდეგობაში. ასეთი რაღაც შეუძლებელია. ვფიქრობ, ამით აქ არაფერი განსაკუთრებული არ იყო ნათქვამი. უბრალოდ გამოითქვა პოზიცია," - განაცხადა მიქაუტაძემ.

კითხვაზე, რა რეკომენდაციების გათვალისწინებას აპირებენ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები, მიქაუტაძემ უპასუხა, რომ ამ საკითხს ვენეციის კომიისის წარმომადგენლებთან შეხვედრისას განიხილავენ.

"ხვალ გვექნება შეხვედრა ვენეციის კომისიის წარმომადგენლებთან და ვიმსჯელებთ იმ კანონპროექტზე, რომელიც 1 მოსმენითაა მიღებული და რომელიც გადაეგზავნა ვენეციის კომისიას. ჩვენთვის ძალიან საყურადღებოა თითოეული რეკომენდაცია. თუ დააკვირდებით, სასამართლო რეფორმის ყველა ეტაპზე ვენეციის კომისიის რეკომენდაციები იყო გათვალისწინებული, ჰქონდა, ალბათ, ყველაზე დიდი წონა და გადამწყვეტი მნიშვნელობა სასამართლოს რეფორმის პროცესში. ამიტომ, ვფიქრობ, ამ შემთხვევაშიც ძალიან დიდ ყურადღებას მიაქცევენ ვენეციის კომისიის მიერ მოწოდებულ რეკომენდაციებს," - განაცხადა მიქაუტაძემ.

იხილეთ ვიდეო

Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x
14.07.2025 / 09:02

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2025
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ