ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან „ქურდულ სამყაროს“ წევრობაში ბრალდებულის ოჯახის წევრებმა და ადვოკატებმა აქცია გამართეს

ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან „ქურდულ სამყაროს“ წევრობაში ბრალდებულის ზაალ ახვლედიანის ოჯახის წევრებმა და უფლებადამცველებმა საპროტესტო აქცია გამართეს.

როგორც აქციის მონაწილეებმა განაცხადეს, ისინი საქმის განხილვაში მოსამართლე ლევან გელოვანის აცილებას მოითხოვენ.

მათი თქმით, ბრალდებული 8 თვეა ციხეში იმყოფება და ამ ხნის განმავლობაში დაცვის მხარე სასამართლო მტკიცებულებათა გამოკვლევის საშუალებას არ ძლევს.

ბრალდებულის ადვოკატები ამბობენ, რომ დაცვის მხარე არათანაბარ პირობებში იმყოფება.

მათივე თქმით, არაერთ სასამართლო პროცესზე დააყენეს მოსამართლის აცილების თაობაზე შუამდგომლობა, თუმცა უარი მიიღეს.

ადვოკატი ფრიდონ სიხუაშვილი აცხადებს, რომ საქმეში არსებულ მტკიცებულებებს საგამოძიებო ორგანო 8 თვის განმავლობაში იკვლევდა, ხოლო დაცვის მხარეს სასამართლომ მტკიცებულებათა გამოსაკვლევად რამდენიმე დღე მისცა.

ადვოკატი მიიჩნევს, რომ ეს არის არათანაბარ პირობებში მუშაობა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა