დედამიწის საათი გორში სხვადასხვა სახის ღონისძიებებით აღინიშნა

დედამიწის საათი გორში სხვადასხვა სახის ღონისძიებებით აღინიშნა. გორის მერიის ინფორმაციით, სანთლების ანთების პარალელურად სკვერში გარეგანათებაც გამოირთო. ღონისძიების ორგანიზატორებმა და მონაწილეებმა დროებით უარი თქვეს ელექტროენერგიის გამოყენებაზე, რითიც მხარი დაუჭირეს დედამიწის მწვანე და უსაფრთხო მომავალს.

„წმინდაწყლის დასახლებაში დასუფთავების აქცია, #1 საჯარო სკოლაში კინო - დისკუსია, სტალინის სახლმუზეუმის მიმდებარედ არსებულ სკვერში გარბენი და კონცერტი 20:00 საათზე სანთლების აქციით დასრულდა.

ცნობისთვის, გლობალური გარემოსდაცვითი აქცია მსოფლიოს მასშტაბით აღინიშნება. საქართველო დედამიწის საათს 2009 წლიდან აღნიშნავს.

ღონისძიებების მთავარი მიზანი საზოგადოების გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებაა.

ღონისძიებებს CENN-ი (კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი), გორის მერიისა და USAID - ის მხარდაჭერით მართავს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა