დავით სუბელიანი - მედავებიან, რომ არ დავემორჩილე პოლიციის მოთხოვნას, რასაც არ ვეთანხმები

„ქართულ ოცნებას“ არ ესმის პრობლემა და ჩვენი ხელისუფლება დღეს ვერ და არ უმკლავდება საფრთხეს. არ უნდა გავჩერდეთ, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ვაკე-საბურთალოს პოლიციის განყოფილების დატოვების შემდგომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის კოდექსის მუხლით დაკავებულმა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ დავით სუბელიანმა განუცხადა.

სუბელიანის განცხადებით, მისი დაკავება უსამართლო იყო და აღნიშნავს, რომ ის დაელოდება სამართალდამცავი უწყების მტკიცებულებებს. მისი ინფორმაციით, შსს მას დაუმორჩილებლობას ედავება.

„მედავებიან, რომ მე გადავეკეტე გზის სავალი ნაწილი და არ დავემორჩილე პოლიციის მოთხოვნას, რასაც არ ვეთანხმები. გათავისუფლება მოხდა ხელწერილის საფუძველზე, ამის შემდგომ კი პროცესები სასამართლოში გადაინაცვლებს და ბუნებრივია იქ ვუპასუხებ შესაბამის კითხვებს და ვნახავ, რა მტკიცებულებები აქვთ ჩემს წინააღმდეგ. მე არ ვაპირებ გაჩერებას და საზოგადოებას მოვუწოდებ, რომ ხმა ამოიღონ ამ უსამართლობის წინააღმდეგ, რადგან ჩვენ ვკარგავთ თანამოქალაქეებს“, - განაცხადა დავით სუბელიანმა.

ლევან ლორთქიფანიძე - საუბედუროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველომ სუვერენიტეტი დაკარგა, როგორც დღეს იტყვიან ხოლმე, საქართველო არის რუსეთის „პროქსი“ ძალა
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
La Gazzetta dello Sport-სა და ევრაზიის პარტნიორ კომპანია SMH Global-ს შორის შეხვედრა გაიმართა
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს