ბათუმში, სასტუმრო „მგზავრებში“ ხანძარი გაჩნდა

ბათუმში, სასტუმრო „მგზავრებში“ ხანძარი გაჩნდა. ხანძარი საუნაში გაჩნდა, რის გამოც, სასტუმროდან დამსვენებელთა ევაკუაცია განხორციელდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განაცხადეს, ადგილზე 4 სახანძრო-სამაშველო ბრიგადა მუშაობდა.
ხანძარი ამ დროისათვის ლიკვიდირებულია.
იხილეთ ვიდეო: ბათუმში სასტუმრო "მგზავრებში" ხანძარი ლოკალიზებულია

























