„გაერთიანებული ოპოზიციის“ წევრი - მთავრობამ ე.წ. საპენსიო რეფორმის ფარგლებში მოიფიქრა სქემა, რომლითაც, დაახლოებით 200 ათას მოქალაქეს ატყუებს

„გაერთიანებული ოპოზიცია - ძალა ერთობაშია“ "ქართულ ოცნებას" ბიუჯეტის შევსების მიზნით საკუთარი მოქალაქეების მოტყუებაში ადანაშაულებს. ქუთაისის ორგანიზაციის წევრმა გიგა შუშანიამ ბრიფინგზე საპენსიო სისტემაში არსებულ ხარვეზებზე ისაუბრა. მისი განცხადებით, საპენსიო სისტემიდან გასულ მოქალაქეს მხოლოდ მისი თანხა უბრუნდება და სახელმწიფოს და დამსაქმებლის გადარიცხული თანხა, სავარაუდოდ, საპენსიო სააგენტოში რჩება.

"საქართველოს მთავრობამ ბიუჯეტის შესავსებად ე.წ. საპენსიო რეფორმის ფარგლებში, მოიფიქრა სქემა, რომლის მიხედვითაც, დაახლოებით 200 ათასი მოქალაქის მოტყუების გზით დამატებით აპირებს მათგან მილიონობით ლარის მობილიზებას.

საქართველოს მთავრობამ შეპირების მიუხედავად, სავალდებულო საპენსიო სქემაში მაინც ჩართო 40 წელს გადაცილებული დასაქმებულები, იმ პირობით, რომ 3 თვის გასვლის შემდეგ, მათ ექნებოდათ საპენსიო სქემის დატოვების საშუალება და გადარიცხული თანხა სრულად დაუბრუნდებოდა უკან.

ჩვენ გამოვითხოვეთ ინფორმაცია და საპენსიო სააგენტოდან მიღებული პასუხით ირკვევა, რომ თუ პიროვნება დატოვებს საპენსიო სქემას, თანხის დაბრუნებისას მის მიერ დაგროვებული თანხიდან იღებს მხოლოდ მის 2%-ს და ისიც დაიბეგრება საშემოსავლო გადასახადით და დააკლდება 20%. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ საპენსიო სქემაში მონაწილეობს 40 წელს გადაცილებული 200 ათასამდე დასაქმებული, ამ მანიპულაციით ბიუჯეტში დასაქმებულებისა და კომპანიების გადახდილი თანხებიდან რამოდენიმე მილიონი ლარი მოხვდება“, - განაცხადა გიგა შუშანიამ.

მისივე შეფასებით, რეფორმის დაწყებიდან 3 თვის შემდეგ, მოქალაქეების მოტყუების მცდელობას აქვს ადგილი.

„საკუთარი მოქალაქეების მოტყუების მცდელობა გვაფიქრებინებს, რომ "ქართული ოცნებისა" და ივანიშვილის მიზანი არა საკუთარ მოსახლეობაზე ზრუნვა და მათი კეთილდღეობაა, არამედ ამ ე.წ. რეფორმის მიზანი მოქალაქეებიდან და კომპანიებიდან დამატებითი თანხების მობილიზებაა, რომელსაც საქართველოს მთავრობა და "ქართული ოცნების" ჩინოვნიკები საკუთარი კეთილდღობისთვის გამოიყენებენ",- განაცხადა გიგა შუშანიამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა