ზუგდიდში გზის საფარის აღდგენითი სამუშაოები დაიწყო

საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ ზუგდიდში წყალმომარაგებისა და წყალარინების (კანალიზაციის) მიმდინარე პროექტების ფარგლებში, შიდა ქუჩებზე გზის საფარის აღდგენა დაიწყო.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, ამ დროისთვის, სამუშაოები მიმდინარეობს გოგებაშვილისა და შარტავას ქუჩებზე, რამდენიმე დღეში კი დაიწყება ხორავას, შენგელიას, კობახიძის, ტაბიძისა და გორგასალის ქუჩების რეაბილიტაცია. აპრილის ბოლოდან, სამუშაოები ეტაპობრივად ჩატარდება - მოსაშვილის, ცეტკინისა და ჩიტაძის ქუჩებზე, ჯამში, გზის საფარი 100-ზე მეტ ქუჩაზე აღდგება.

მათივე ცნობით, აზიის განვითარების ბანკის დაფინანსებით, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ქ. ზუგდიდში წყალმომარაგების სისტემის მშენებლობას მიმდინარე წელს დაასრულებს, რაც ზუგდიდის მოსახლეობას 24-საათიანი წყალმომარაგებით უზრუნველყოფს.

სამინისტროს ცნობით, აქტიურად მიმდინარეობს კანალიზაციის ქსელისა და გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა. პროექტებს ჯამურად 220 მილიონ ლარზე მეტი მოხმარდება.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა