ქობულეთში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 3 ადამიანი დაშავდა

ქობულეთში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 3 ადამიანი დაშავდა

ქობულეთში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 3 ადამიანი დაშავდა. ავტოსაგზაო შემთხვევა ქობულეთში, სოფელ ხუცუბაში მოხდა, სადაც ორი მსუბუქი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა.

დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.

პირველადი ინფორმაციით, მათ სამედიცინო გამოკვლევები უტარდებათ. ჯერჯერობით უცნობია რა სახის დაზიანებები მიიღეს მოქალაქეებმა.

ადგილზე სამართალდამცავები არიან მობილიზებული.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება „სისხლის სამართლის კოდექსის" 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო მოძრაობისას წესების დარღვევას გულისხმობს.