თელავის სოფელ ბუშეტის საბავშვო ბაღში მოწამლული ბავშვების რაოდენობა გაიზარდა

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუშეტის საბავშვო ბაღში მოწამლული ბავშვების რაოდენობა გაიზარდა. „ინტერპრესნიუსის" ინფორმაციით, 20- ზე მეტი ბავშვი ორ: თელავის რეფერალურ და ბავშვთა სავადმყოფოებში ინტოქსიკაციის დიაგნოზით არიან მოთავსებული. აქედან 13 ბავშვი მოთავსებულია ბავშვთა საავადმყოფოში.

ბავშვთა საავადმყოფოს ექიმის თქმით, 13 პაციენტებს გაეწია სამედიცინო დახმარება და ყველა მათგანი საავადმყოფოში რჩება.

„ცამეტივე პაციენტს აღენიშნება ერთი და იგივე ჩივილები. წინასწარი დიაგნოზი დაუზუსტებელ საკვებში არსებული სხვა მავნე ნივთიერებების ტოქსიური ეფექტია. ამ ეტაპზე ყველა მათგანი რჩება სტაციონარში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ“, - განაცხადა ინფექციონისტმა ლალი ჯიქურაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა