ანაკლიასა და განმუხურში ტურისტული სეზონისთვის სამზადისი დაიწყო

ანაკლია-განმუხურის სანაპირო ზოლზე ტურისტული სეზონისთვის მოსამზადებელი სამუშაოები დაიწყო, ამჟამად ტერიტორიაზე 500-მდე სხვადასხვა სახის მრავალწლიანი მცენარეების დარგვა მიმდინარეობს,- ამის შესახებ ინფორმაციას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მერიის ინფორმაციით, გამწვანების სამუშაოები ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ გიორგი შენგელიამ დაათვალიერა და გამწვანების სამუშაოებში მიიღო მონაწილეობა. ამასთანავე, ანაკლიასა და განმუხურში დაგეგმილია 5 მილიონი ლარის ღირებულების სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურული სამუშაოების განხორციელება.

„მოხდება მდინარე ენგურის შესართავთან არსებული კაფე-რესტორნის, ანაკლია-განმუხურის დამაკავშირებელი ხიდის რეაბილიტაცია, მოეწყობა ველობილიკები, სანაპირო ზოლამდე მისასვლელი ბილიკები, საშხაპეები და გასახდელები, ასევე რეაბილიტაცია ჩაუტარდება კალათბურთისა და ფეხბურთის მოედნებს, აღდგება სტიქიის დროს დაზიანებული განმუხურის ამფითეატრი“,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა