ხათუნა ლაგაზიძე - თუ მმართველმა პარტიამ  7-წლიანი „ჩაჭრილი ხიდის“  პოლიტიკა გააგრძელა,   ეს ხიდი ისე ჩაინგრევა, რომ 2020 წელს „ოცნება“ ხელისუფლებას ვეღარ დაინახავს

თუ მმართველმა პარტიამ საზოგადოებასთან შვიდწლიანი „ჩაჭრილი ხიდის“ პოლიტიკა გააგრძელა, ეს ხიდი ისე ჩაინგრევა, რომ 2020 წელს „ქართული ოცნება“ ხელისუფლებას ვეღარ დაინახავს, - ამის შესახებ ექსპერტმა ხათუნა ლაგაზიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

ამ კონტექსტში ლაგაზიძემ შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიასა და არასამთავრობო სექტორს შორის გამართულ შეხვედრაზე ისაუბრა. მისივე განმარტებით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის „ქართული ოცენების“ საგრძნობლად გააქტიურებაა მოსალოდნელი და ამის თქმის საშუალებას აძლევს არამხოლოდ შს მინისტრთან გამართული შეხვედრა, არამედ შუალედურ არჩევნებამდე ბიძინა ივანიშვილის სამეგრელოში ჩასვლაც.

„ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, ზოგადად, რა ტაქტიკას აირჩევს „ქართული ოცნება“. იმიტომ, რომ იგიგვე გიორგი გახარიას დღევანდელ შეხვედრას რომ დავუბრუნდეთ, „ოცნებას“ სხვა გზა აღარც რჩება. თუ მან საზოგადოებასთან შვიდწლიანი „ჩაჭრილი ხიდის“ პოლიტიკა გააგრძელა, ეს ხიდი ისე ჩაინგრევა, რომ 2020 წელს „ქართული ოცნება“ ხელისუფლებას ვეღარ დაინახავს. „ოცნებაში“ გონიერი ნაწილი ამას კარგად ხედავს და ვფიქრობ, რომ მმართველი პარტიაც ისეთი ზეაქტიური იქნება , როგორც ალბათ, შვიდი წლის განმავლობაში არ გვინახავს. ამაზე საუბრის საშუალება არამხოლოდ დღევანდელი შეხვედრა მაძლევს, არამედ ის, რომ თითქოსდა არაფრით გამორჩეული შუალედური არჩევნები დაიწყო „ქართული ოცნების“ ყველაზე მძიმეწონოსანი ფიგურის, ბიძინა ივანიშვილის ზუგდიდში ჩასვლით. ასავე, კიდევ ბევრი ფაქტორი მიანიშნებს იმას, რომ „ქართული ოცნება“ იქნება რადიკალურად შეცვლილი, ყოველ შემთხვევაში, აქტიურობის თვალსაზრისით და ალბათ, საზოგადოებასთან აქტიურობის მხრივაც“, - განაცხადა ლაგაზიძემ.

იხილეთ ვიდეო

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა