თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების გამო, თბილისის ნაწილს 3 აპრილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ კომპანია თელასიდან აცნობეს, გლდანის რაიონში, გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მუხიანის ნაკვეთების, მუხიანის III, IVა, IVბ მიკრორაიონების, გლდანის მასივის I მიკრორაიონის, სოფელი გლდანის, დუმბაძის გამზირის (ნაწილობრივ), 26 მაისის, გამარჯვების, სამეგრელოს და ვარდისუბნის ქუჩების მაცხოვრებლებს.

11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის „ა“ მიკრორაიონის, მეტრო „ახმეტელი“-ს მიმდებარე ტერიტორიის, თიანეთის, ხევძმარის, ილია ვეკუას, ხიზაბავრის, აკაკი ვასაძის, ქერჩის, ომარ ხიზანიშვილის და ხიზამბარელის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ხოლო 14:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის IV მიკრორაიონის, მეტრო „ახმეტელი“-ს მიმდებარე ტერიტორიის და ხიზანიშვილის ქუჩის მაცხოვრებლებს.

ისნის რაიონში, 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მეტრომშენის დასახლების, კახეთის გზატკეცილის (ნაწილობრივ), ანდღულაძის, წალენჯიხის, კოტე ბაქრაძის, ყარყარაშვილის, ოლღა გურამიშვილი-ნიკოლაძის, მიქელაძის, დურმიშიძის, შერვაშიძის, კაკაბეთის, ხარაბაძის, ყვარლის, აფანასიევის, ტოლენჯის და მესხეთის ქუჩების მაცხოვრებლებს.

სამგორის რაიონში, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აეროპორტის დასახლების, ვარკეთილის III მასივის ზემო პლატოს I მიკრორაიონის, ვარკეთილის III მასივის VI კვარტლის, კახეთის გზატკეცილის, რკინიგზის ჩიხის, სერგო გუჯეჯიანის და ალექსი შიუკაშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონში, გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გელოვანის გამზირის (ნაწილობრივ) და სოფელი დიღმის მაცხოვრებლებს.

11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს I მიკრორაიონის, შალვა ნუცუბიძის, ერმილე ბედიას და ქავთარაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ხოლო 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეკინის გამზირის, დები იშხნელების, იოსებიძის, ცაგერის და შარტავას ქუჩების მაცხოვრებლებს.

ვაკის რაიონში, 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება ბაგების დასახლების და წყნეთის გზატკეცილის მაცხოვრებლებს. ხოლო 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება გივი სვანიძის და მიხეილ თამარაშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონში, გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10:30 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ზღვისუბნის დასახლების XI მიკრორაიონის I კვარტლის, ზღვისუბნის დასახლების III მიკრორაიონის I კვარტლის, ზღვისუბნის დასახლების X კვარტლის, თემქის დასახლების X კვარტლის, თემქის დასახლების XI მიკრორაიონის I, II კვარტლების, თემქა-ავშნიანის დასახლების, ჩარგლის, ანაპის 414-ე დივიზიის და შატილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

კრწანისის რაიონში, 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: შოთა ნიშნიანიძის, სანაპიროს, ორპირის, აბანოს, გომის, მირზა შაფი ლაზახის, სალმის, სამღებროს, საადის, გორგასალის, ახუნდოვის, ბეთლემის, ირგვლივის, ჯემალ აჯიაშვილის, გრიშაშვილის, ძმები ზდანევიჩების, ბოტანიკის, შუშინის, თუმანიანის და მარნეულის ქუჩების მაცხოვრებლებს.

11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ფონიჭალის დასახლების და რუსთავის გზატკეცილის მაცხოვრებლებს.

ჩუღურეთის რაიონში, გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მარჯანიშვილის, ჩუბინაშვილის და ორჯონიკიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო და აცხადებს, რომ სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო