მახინჯაურში ავარიის შედეგად 5 ადამიანი დაშავდა

მახინჯაურში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 5 ადამიანი დაშავდა. ცენტრალურ საავტომობილო გზაზე ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.

როგორც ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში "ინტერპრესნიუსს" განუცხადეს, დაშავებულები კლინიკა "მედცენტრსა" და რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანეს.

ექიმების ინფორმაციით, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. დაშავებულებს მრავლობითი მოტეხილობები და დაჟეჟილობა აღენიშნება.

ფაქტზე გამოძიება "სისხლის სამართლის კოდექსის" 276-ე მუხლით დაიწყო, რაც სატრანსპორტო მოძრაობის წესების დარღვევას გულისხმობს.

გიორგი კაჭარავა -  თუ ტრამპს არ გააჩნია მოლოდინები, მაშინ არც არავის უნდა ჰქონდეს ილუზია, რომ რაღაც ვადის ამოწურვის შემდეგ, უეცრად რუსეთის მხრიდან რაიმე ქმედითი ძალისხმევა გამოჩნდება, რაც ომის დასრულებისკენ გზას გაკვალავს
ქართული პრესის მიმოხილვა 31.07.2025
„ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ Ichiban 2025 ჯილდოს მფლობელია
ევექსი იცავს საერთაშორისო სტანდარტის შესაბამის მაღალ ხარისხს