ქართული პრესის მიმოხილვა 03.04.2019

საგანგებო თათბირი პომპეოსთან შავ ზღვაზე - “აშშ დაინტერესებულია, რომ სამხედრო გემებს ანაკლიის პორტში შესვლა შეეძლოთ”

სარალიძის მკვლელობა - ხორავას საქმის ახალი მოწმე ფარდულში მომხდარი დაპირისპირების ახალ გარემოებებზე საუბრობს

***

საგანგებო თათბირი პომპეოსთან შავ ზღვაზე - “აშშ დაინტერესებულია, რომ სამხედრო გემებს ანაკლიის პორტში შესვლა შეეძლოთ”

“ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ ესპანეთისა და რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრებთან ერთად ვაშინგტონში ისაუბრა შავი ზღვის აკვატორიაში რუსეთის ფედერაციის მიერ გამოვლენილი აგრესიის შესახებ. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილემ, რობერტ პალადინომ განაცხადა. პალადინოს თქმით, პომპეოს მიერ გამართულ ორივე შეხვედრაზე რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრ, თეოდორ მელეშკანუსა და მის ესპანელ კოლეგა, ჟოზეფ ბორელთან საუბრის მთავარი თემა შავი ზღვის უსაფრთხოება იყო, განსაკუთრებით ყურადღება გაამახვილეს გასული წლის 25 ნოემბერს ქერჩის სრუტეში რუსეთსა და უკრაინას შორის მომხდარ ინცინდენტთან დაკავშირებით”, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, საგანგებო თათბირი პომპეოსთან შავ ზღვაზე - “აშშ დაინტერესებულია, რომ სამხედრო გემებს ანაკლიის პორტში შესვლა შეეძლოთ” / აშშ შავ ზღვაში სამხედრო წარმომადგენლობას მკვეთრად ზრდის და რუსეთის შესაკავებლად ემზადება

"რეზონანსთან" საუბრისას, პოლიტიკურმა ექსპერტმა ნიკა ჩიტაძემ შეაფასა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის შეხვედრა რუმინეთისა და ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრებთან, რომლებსაც შავ ზღვაში რუსეთის მიერ გამოვლენილი აგრესიის შესახებ ესაუბრა. ექსპერტის განმატებით, სხვადასხვა მიზეზების გამო შავი ზღვის რეგიონში გამალებული შეიარაღება მიდის როგორც რუსეთის, ასევე ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან.

"საშუალო და მცირე სიშორის რაკეტების ლიკვიდაციის შესახებ ხელშეკრულებიდან ამერიკის შეერთებული შტატების გამოსვლის შემდეგ, არ არის გამორიცხული, რომ შავი ზღვის რეგიონში გაძლიერდეს სამხედრო ყოფნა და სხვადასხვა სარაკეტო სისტემების განთავსება. კერძოდ, საუბარია რუმინეთისა და ბულგარეთის ტერიტორიაზე."აღსანიშნავია, რომ რუსეთმა შეშფოთება გამოთქვა ბულგარეთისა და რუმინეთის ტერიტორიაზე ამერიკის შეერთებული შტატების ყოფნასთან დაკავშირებით - აშშ-ის სამხედრო ყოფნა შავი ზღვის რეგიონში გაიზარდა 2 000-დან 15 000-მდე რუსეთის საპასუხოდ. "თავის მხრივ, რუსეთი ზრდის თავის სამხედრო ყოფნას შავი ზღვის რეგიონში -ყირიმში, სადაც რუსი სამხედრო მოსამსახურეების რაოდენობა გაიზარდა 30 000-მდე, ამიტომაც შავი ზღვის რეგიონში, შეიძლება ითქვას, მიმდინარეობს გამალებული შეიარაღება. "მაგრამ ეს მხოლოდ შავი ზღვის რეგიონს არ ეხება, საუბარია ბალტიის რეგიონზეც. კერძოდ, პოლონეთისა და ლიეტუვის საზღვართან რუსეთი "ისკანდერის" ტიპის რაკეტების განთავსებას აპირებს, რომელთა მოქმედების რადიუსი ევროპას ფარავს. ამიტომაც საპასუხო ზომებს იღებს აშშ-როგორც ბალტიის რეგიონში, ასევე შავი ზღვის რეგიონში", - განაცხადა ნიკა ჩიტაძემ“, - აღნიშნავს გამოცემა.

"მისივე განმარტებით, ამ შემთხვევაში საკმაოდ მნიშვნელოვანი და საინტერესო იქნება თურქეთის პოზიციაც - საყურადღებოა ის, თუ როგორ შეძლებს ოფიციალური ანკარა მონტრეს კონვენციის შესრულებას, რომელიც შავი ზღვის სრუტეებზე - ბოსფორსა და დარდანელზე კონტროლის ბერკეტების თურქეთის რესპუბლიკისთვის გადაცემას გულისხმობს: "რუსეთი ფლობს სარაკეტო გემებს როგორც ბალტიის, ასევე შავ ზღვაში, მაგრამ მათ შეუძლიათ მხოლოდ სამჯერ ნაკლები ფრთოსანი რაკეტის განთავსება ამერიკის შეერთებული შტატების მიერ განლაგებულ გემებთან შედარებით, რომელიც აშშ-მა დროებით შემოიყვანა ბალტიისა და შავი ზღვის რეგიონებში. "რუსეთი ფლობს გარკვეულ სარაკეტო გემებსა და კატარღებს, მაგრამ ფრთოსანი რაკეტები ამ კატარღებზე სამჯერ უფრო ნაკლები პოტენციალისაა, ვიდრე აშშ-ის სამხედრო საზღვაო ძალების დაქვემდებარებაში მყოფი ხომალდი, რომელიც შემოვიდა 2019 წლის დასაწყისში ბალტიისა და შავ ზღვაში. "აქ საინტერესოა თურქეთის პოზიციაც და ის, თუ რამდენად შეძლებს ანკარა მონტრეს კონვენციის პრინციპების მიხედვით მოქმედებას. აღნიშნული კონვენცია ითვალისწინებს სავაჭრო დანიშნულების გემების უპრობლემო შემოსვლას ბოსფორისა და დარდანელის სრუტეების გავლით, რომელთაც თურქეთი აკონტროლებს“, - განაგრძობს გამოცემა.

"ამ შემთხვევაში, საინტერესოა შესაძლებელი იქნება თუ არა ნატო-ს ინტერესებიდან გამომდინარე 21 დღეზე მეტი დაჰყონ სამხედრო გემებმა შავი ზღვის აკვატორიაში, მათ შორის იმ გემება, რომლებიც იქნებიან "ტომაჰავკის" სისტემებით აღჭურვილები. წინააღმდეგ შემთხვევაში, პრობლემა იქნება ის, რომ რუსეთს დაახლოებით 100 000-იანი კონტინგენტი ჰყავს შავი ზღვის რეგიონსა და ჩრდილოეთ კავკასიაში. სხვათა შორის, რუსეთსაც შეუძლია, რომ განათავსოს სარაკეტო სისტემები, იმავე, ყირიმში ან აფხაზეთის ტერიტორიაზე. საუბარია კიდეც იმაზე, რომ ს-300 ტიპის ანტისარაკეტო სისტემა რუსეთმა აფხაზეთში განათავსა, მაგრამ ფედერაცია ამას უარყოფს“, - დასძენს გამოცემა.

"ნიკა ჩიტაძემ აღნიშნა, რომ ანაკლიის პორტი ძალიან მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ამერიკისთვის, არამედ ევროკავშირისთვისაც და არაა გამორიცხული, რომ პომპეოს, მელეშკანუსა და ბორელის შეხვედრაზე ანაკლიის პორტის შესახებაც ყოფილიყო საუბარი."ამერიკის შეერთებული შტატები დაინტერესებულია იმაში, რომ ანაკლიის პორტი განვითარდეს. აღსანიშნავია, რომ ანაკლიის პორტში ევროკავშირი აპირებს მნიშვნელოვანი თანხების დაბანდებას, საუბარია 300 მლნ ევროზე. მაგრამ აქ საუბარია არა მხოლოდ ანაკლისს პორტის განვითარებაზე, არამედ გზების აღდგენა-მოდერნიზაციაზე."ამერიკა, რა თქმა უნდა, დაინტერესებულია იმაში, რომ სამომავლოდ თუნდაც სამხედრო გემებს შეეძლოთ შესვლა ანაკლიის პორტში, რადგან ფოთისა და ბათუმის პორტებში გემებს არ შეუძლიათ შესვლა, რადგან არ არიან ღრმაწყლოვანები, ხოლო ანაკლიის პორტს კი პირიქით, მომავალში შეეძლება მიიღოს ყველანაირი სახეობის, მათ შორის, სამხედრო დანიშნულების გემებიც", - თქვა მან“, - წერს სტატიის ავტორი.

სარალიძის მკვლელობა - ხორავას საქმის ახალი მოწმე ფარდულში მომხდარი დაპირისპირების ახალ გარემოებებზე საუბრობს

"დავით სარალიძის მკვლელობის საქმეში შესაძლოა, ახალი დეტალები გამოიკვეთოს. როგორც სახელმწიფო ბრალდება აცხადებს, საქმეში ახალი მოწმე ლ.ნ. არის, რომლის ჩვენებითაც, მსჯავრდებული გ.ბ.-ს მიერ დავით სარალიძის ეპიზოდში დანის გამოყენება დასტურდება. აღნიშნულს დაცვის მხარე არ ეთანხმება და აცხადებს, რომ მოწმეს ამ ეპიზოდთან მიმართებაში კონკრეტული ჩვენება არ მიუცია. ახალი მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ჩვენებიდან ჩანს, რომ ლ.ნ.-მ ტაქსიში მსჯავრდებული გ.ბ.-სგან მოისმინა ფარდულში განვითარებული მოვლენების შესახებ“, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, სარალიძის მკვლელობა - ხორავას საქმის ახალი მოწმე ფარდულში მომხდარი დაპირისპირების ახალ გარემოებებზე საუბრობს

"თავიდან ფარდულში მიმდინარე მოვლენებზე დაიწყო. გ.ჯ. ფარდულში შეაგდოო, როგორც მე მივხვდი, ის საუბრობდა, როცა ცდილობდა, გ.ჯ. გამოეძვრინა მაგ სიტუაციიდან, მაგრამ შემდგომ თქვა, გამოვეცალეო მაგ ყველაფერს და მერე თქვა, წკაპ, წკაპ დავარტყიო", - განაცხადა მოწმემ თავის ჩვენებაში. სწორედ აღნიშნულ ჩვენებასა და ასევე სხვა ფაქტებს ეყრდნობა ბრალდების მხარე, როცა აცხადებს, რომ გ.ბ.-მ დავით სარალიძის ეპიზოდში დანა გამოიყენა. დაცვის მხარე კი აღნიშნავს, რომ მოწმე ლ.ნ.-ს ჩვენებიდან ნათელია, რომ გ.ბ. ფარდულიდან გამოსვლის შემდეგ ამბობს ფრაზას "წკაპ, დავარტყი". ადვოკატის განმარტებით, აღნიშნული ჩვენებით არ დასტურდება, რომ ეს ფრაზა გ.ბ.-მ სარალიძესთან მიმართებაში თქვა“, - აღნიშნავს გამოცემა.

"ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა ზაზა სარალიძე კი აცხადებს, რომ ბრალდებული ლ.ნ. მიხეილ კალანდიას ხელს აფარებს. მისი თქმით, მოწმე ცდილობს, რომ მკვლელობა მარტო გ.ბ-ს დააბრალოს და კალანდია ამ საქმიდან მშრალად გამოიყვანოს. ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე მოწმემ ამ ახალ გარემოებაზეც ისაუბრა. ვციტირებ ჩვენებიდან: კალანდიამ ეზოში შემოსვლიდან დაახლოებით ერთ წუთში ამოიღო დანა დაკეცილ მდგომარეობაში და მიაწოდა ბარბაქაძეს. ის, როგორც მახსოვს, იყო შავი ფერის, ამის შემდეგ კალანდიამ დაახლოებით 30 წამში ამოიღო დანის ტარი და აჩვენა ბიჭებს. დანის ტარს იმიტომ ვამბობ, რომ ტარის ჭრილში მოკეცილი დანის პირი არ შემიმჩნევია, მაგრამ ვერც გამოვრიცხავ, რომ პირი ჰქონდა", - ამბობს ეგრეთ წოდებული მოწმე ლ.ნ. გაბიიიი, მარტო იმაზე ნუ აპელირებ, რომ ბარბაქაძეს შეტენო. კალანდია მეიხსენიე ხოლმე. ეგ ხო შენი დასასრულის გვარია", - წერს ზაზა სარალიძე სოციალურ ქსელში“, - განაგრძობს გამოცემა.

"ხორავას ქუჩის საქმეზე ერთ-ერთი ბარლდებულის, გ.ჯ-ს ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე ამბობს, რომ საგამოძიებო ორგანო პირვანდელ ვერსიაზე რჩება და ცდილობს სხვების მიერ ჩადენილი დანაშაული არასრულწლოვან გ.ჯ.-ს გადააბრალოს. დასკვნით სიტყვაში ყურადღებას გავამახვილებ იმ მტკიცებულებებზე, რომლებიც საქმეში არსებობს, რომლებიც გამოვიკვლიეთ და რომლებიც ცალსახად ადასტურებს დაცვის მხარის პოზიციას. პირველი ინსტანციის მიერ გამოტანილი განაჩენის შემდეგ გვქონდა მოლოდინი, რომ საგამოძიებო ორგანო გარკვეულ ნაბიჯებს გადადგამდა, რათა გამოესწორებინა ის უამრავი შეცდომა, რომლებიც გამოძიების დროს დაუშვეს. რეალურად დადასტურდა, რომ გამოძიება სწორად და ობიექტურად არ იყო წარმართული. ნაცვლად იმისა, შეცდომები გამოესწორებინათ, საგამოძიებო ორგანო პირვანდელ ვერსიაზე რჩება და ცდილობს, სხვების მიერ ჩადენილი დანაშაული ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს გადააბრალოს. ყველა სამართლებრივი გზით ვიბრძოლებთ და არ დავუშვებთ, რომ სხვა პირების მიერ ჩადენილი დანაშაული არ დაბრალდეს იმ პირს, რომელსაც ეს დანაშაული არ ჩაუდენია", - განაცხადა კაკაბაძემ. ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე მსჯავრდებული არასრულწლოვნების, გ.ბ.-სა და გ.ჯ.-ს ბრალდების სისხლის სამართლის საქმე თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასკვნით ეტაპზეა. შეგახსენებთ, რომ 2017 წლის პირველ დეკემბერს მომხდარი მკვლელობის საქმეზე, რომელსაც დავით სარალიძისა და ლევან დადუნაშვილის სიცოცხლე ემსხვერპლა, ორი არასრულწლოვანი გ.ჯ. და გ.ბ. არიან მსჯავრდებულები“, - წერს სტატიის ავტორი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა