მარტვილის მამათა მონასტერში ხანძარია

მარტვილის მამათა მონასტერში ხანძარია

მარტვილის მამათა მონასტერში ხანძარია. ცეცხლი მონასტრის კელიაში გაჩნდა. წინასწარი ინფორმაციით, ხანძარი 200 კვ.მ ფართობზეა გავრცელებული.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ადგილზე 6 სახანძრო-სამაშველო ბრიგადაა მობილიზებული. მეხანძრე-მაშველები ამ ეტაპზე ხანძრის ლოკალიზებაზე მუშაობენ.

ხანძრის გამომწვევი მიზეზები ამ ეტაპზე უცნობია. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

იხილეთ ვიდეო: ხანძარი მარტვილში საკათედრო ტაძართან - დამწვარია 200 კვ.მ ფართობი