აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს კომიტეტებში 2018 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის განხილვა იწყება

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს კომიტეტებსა და ფრაქციებში 2018 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის განხილვის პროცედურები იწყება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობიდან აცნობეს, გადაწყვეტილება კანონმდებლებმა ბიუროს მე-7 სხდომაზე მიიღეს. საკითხი საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ გიორგი რომანაძემ წარადგინა. განისაზღვრა წამყვანი კომიტეტები და განხილვის ვადები.

ბიუროს გადაწყვეტილებით, დავით გაბაიძის, ნინო ჩხეტიას, მერაბ კარანაძის, ირაკლი ჭეიშვილისა და დავით ბაციკაძის მიერ ინიცირებული საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც მოიცავს: უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის პროექტს, ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების შესახებ“ და,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საბიუჯეტო პროცესისა და უფლებამოსილებათა შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონებში შესატანი ცვლილებების კანონპროექტებს, ასევე უმაღლესი საბჭოს დადგენილების პროექტს - ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარი წევრის ამომრჩევლებთან ურთიერთობის გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ“, მესამე მოსმენით უმაღლესი საბჭოს უახლოეს სხდომაზე განიხილება. საკითხი საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ნინო ჩხეტიამ წარმოადგინა.

ბიუროს წევრებმა მხარი დაუჭირეს ნინო ჩხეტიას მიერ სხდომაზე წარმოდგენილ კიდევ ერთ საკითხს - ,,სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე საკანონმდებლო ინიციატივის წარდგენის შესახებ“ უმაღლესი საბჭოს დადგენილების პროექტისთვის კომიტეტებში განხილვის ვადის გაგრძელების თაობაზე.

საკანონმდებლო ორგანოში, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს 2018 წლის საქმიანობის ანგარიშის განხილვის პროცედურების დაწყებასთან დაკავშირებით, საკითხი სხდომაზე უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ წარადგინა. ბიუროს გადაწყვეტილებით, წამყვან კომიტეტს განხილვისთვის ვადა - 8, დანარჩენებს კი - 6 მაისამდე განესაზღვრათ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს