ადვოკატის განცხადებით, კახეთში გარემოს დაცვის ინსპექციის თანამშრომლის დაჭრის ფაქტი დადგმულია

კახეთში გარემოს დაცვის ინსპექციის თანამშრომლის დაჭრის საქმეზე დაკავებულები პოლიციას საქმის გაყალბებასა და ძალადობაში ადანაშაულებენ. საქმე ეხება 22 მარტს მდინარე ალაზანზე მომხდარ ფაქტს, როდესაც ოფიციალური ინფორმაციით, ბრაკონიერებმა გარემოს დაცვის ინსპექციის თანამშრომელს ცეცხლი გაუხსნეს და დაჭრეს.

დაკავებულების ინტერესებს „კონსტიტუციის 42-ე მუხლი“ იცავს. ორგანიზაციის ადვოკატის, არჩილ ჩოფიკაშვილის ცნობით, თორნიკე ტურიაშვილს და უჩა ილაშვილს, რომლებიც მდინარეზე უკანონოდ თევზაობდნენ, ცეცხლი თავდაპირველად გარემოს დაცვის ინსპექციის თანამშრომელმა გაუხსნა, თუმცა ფაქტის მიჩქმალვის მიზნით, გარემოს დაცვის ინსპექციის თანამშრომლება დადგეს სცენა, თითქოს პირველად ბრაკონიერმა ესროლა თოფი გარემოს დაცვის ინსპექციის თანამშრომელს.

რაც შეეხება პოლიციის მაღალჩინოსნების პასუხისმგებლობას, ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ არცერთ გამომძიებელს არ დაუსვამს კითხვა, თუ რატომ ჰქონდა ტყვიების უმეტესობა დაკავებულს ზურგის არეში მოხვედრილი. ამასთან, „კონსტიტუციის 42-ე მუხლის“ ცნობით, პოლიციის თანამშრომლები უჩა ილაშვილს მთელი ღამის განმავლობაში ფიზიკურად უსწორდებოდნენ, რათა მას მეგობრის საწინააღმდეგო ჩვენება მიეცა.

„კონსტიტუციის 42-ე მუხლი“ ყველა იმ პოლიციელის პასუხისგებაში მიცემას ითხოვს, ვინც აღნიშნული დანაშაულის ჩადენაში მონაწილეობდა და მიმართავს გენერალურ პროკურატურას უზრუნველყოს მომხდარის დროული და ეფექტიანი გამოძიება. ამასთან, ორგანიზაცია გეგმავს, რომ დაასახელოს კონკრეტული მაღალჩინოსანი პოლიციელების ვინაობა, რომლებიც სცემდნენ პატიმარს და ასევე, გააყალბეს საქმის სხვა მნიშვნელოვანი დეტალები.

გიორგი გობრონიძე - სამხრეთ კავკასიის რეგიონში რუსულ-ირანული ღერძის შესუსტება, შესაძლოა, გახდეს აზერბაიჯანულ-თურქული ღერძის გაძლიერების კატალიზატორი
ქართული პრესის მიმოხილვა 07.07.2025
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს