აბაშის მუნიციპალიტეტის მერი  ლევან მაკალათია მარანში ადმინისტრაციული  შენობის სარემონტო  სამუშაოების  მიმდინარეობას  გაეცნო

აბაშის მუნიციპალიტეტის მერი, ლევან მაკალათია, შესაბამისი სამსახურების ხელმღვანელებთან ერთად მარანში ადმინისტრაციული შენობის სარემონტო სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ აბაშის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს.

პროექტის ფარგლებში ამ ეტაპზე, 6 სოფელში ადმინისტრაციული შენობები რემონტდება, სადაც საზოგადოებრივ-საგანმანათლებლო ცენტრები განთავსდება. თითოეული შენობა აღიჭურვება ინტერნეტით, კომპიუტერებით, მონიტორით. სოფლის მოსახლეობას შესაძლებლობა ექნება ადგილზე, უწყვეტ რეჟიმში მიიღოს მათთვის საჭირო ინფორმაცია.

აღნიშნული პროექტი მთავრობის განკარგულებით, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 564 997 ლარით ფინანსდება, სამუშაოები მიმდინარე წლის ივლისში დასრულდება.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს