დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერის მიერ ინიცირებული პროექტი ,,ერთი დღე სოფელში“ განახლდა

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერი ნიკოლოზ ჯანიაშვილი პროექტის ,,ერთი დღე სოფელში“ ფარგლებში სოფელ გამარჯვებას ეწვია, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტიდან აცნობეს

მათივე ინფორმაციით, მერი სოფელ გამარჯვებას მოადგილესთან, დავით ფხოველიშვილთან და მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახურის უფროსთან, დოდო ხუნაშვილთან ერთად სტუმრა

მერი თანამშრომლებთან და მერის წარმომადგენელთან, ზვიად ზვიადაურთან ერთად სოფლის მაცხოვრებლებს შეხვდა და არსებულ პრობლემებს გაეცნო.

ნიკოლზ ჯანიაშვილმა გამარჯვებაში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტებიც დაათვალიერა.

აღსანიშნავია, რომ დაწყებულია ცენტრალური ქუჩის კეთილმოწყობის სამუშაოები, რომელიც გამარჯვებელებმა სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში შეარჩიეს, ხოლო სკოლის სრული რეაბილიტაცია დასკვნით ეტაპზეა.

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერის, ნიკოლოზ ჯანიაშვილის განცხადებით, მის მიერ ინიცირებული პროექტი -ერთი დღე სოფელში- აქტიურად გაგრძელდება. პროეექტის ფარგლებში მერი მოსახლეობას უბნებში ეწვევა და მათ პრობლემებს უშუალოდ ადგილზე გაეცნობა.

ამირან სალუქვაძე - მიუღებელი რეალობაა - ხელისუფლებას და ოპოზიციას ერთმანეთი აწყობთ
ქართული პრესის მიმოხილვა 25.05.2020
ნათია თურნავა - ყველა წინაპირობაა, რომ 2021 წელი წარმატებული წელი იყოს
თემურ ჩუბინიძე - ჩვენი მეშახტეები გმირები არიან
უძრავი ქონების პლატფორმა Livo სამშენებლო კომპანიებს უფასო კონსულტაციას გაუწევს
"ავერსი" მომხმარებელს ახალ პროექტს - "სააფთიაქო თაროს" სთავაზობს
„ევრონიუს საქართველო“ საცდელ მაუწყებლობას იწყებს